ფეისბუქის News Feed-ის ახალი ალგორითმი 04 თებ. 2015

მარკ ცუკერბერგმა წინა წლის ნოემბერში დაანონსა ფეისბუქის ახალი ალგორითმი და ცვლილებები უკვე 2015 წლის დასაწყისიდან შევიდა. თუ ხართ გვერდის ადმინისტრატორი, აუცილებლად შეამჩნევდით შემცირებულ რიჩს თქვენს პოსტებზე. თუ ეს ვერ შეამჩნიეთ, ან პირიქით, 'რიჩი' გაგეზარდათ, მაშინ გილოცავთ, თქვენი კონტენტი უმაღლესი ხარისხისაა. საქმე იმაშია, რომ Facebook-მა გადაწყვიტა შეზღუდოს ისეთი ტიპის პოსტები, რომლებიც კომპანიების მიერ ფრომოუშენისთვის გამოიყენება. მაგალითად, პოსტი ფასდაკლების შესახებ ან პროდუქტის ყიდვისკენ მოწოდება. უცნობია, როგორ ან რა კრიტერიუმებით ახერხებენ ასეთი კონტენტის კლასიფიკაციას, თუმცა ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში ასეა ნათქვამი. ისინი იმასაც აცხადებენ, რომ საინტერესო პოსტები, რომლებიც ადამიანებს აინტერესებთ და აქვთ დიდი ჩართულობა (engagement) უფრო აქტიურად გამოჩნდება გვერდის ფანების ფიდებში. ეს ასეცაა, მაშინ როცა მსოფლიო ბრენდების გვერდების ორგანულმა რიჩმა დრამატულად იკლო, ცვლილება დადებითად აისახა ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა Red Bull და Harley Davidson.

facebook

ასევე ცვლილება შეეხო ვიდეო კონტენტს. Facebook-ის ახალი სტრატეგია ვიდეო მარკეტინგის ბაზარზე გააქტიურებას გულისხმობს. შესაბამისად, სოციალური ქსელის ვიდეო ფლეერს ახლა უფრო დიდი უპირატესობა ენიჭება ვიდეოების გაზიარებისას. უფრო დაწვრილებით ვიდეო კონტენტის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს მეორე სტატიაში  წაიკითხოთ. ცვლილება ერთია, მაგრამ რა უნდა ქნას მარკეტერმა ამ ცვლილებებს ფეხი რომ აუწყოს? რამდენიმე რჩევა ჩვენგან და ცნობილი სოციალური მედია მარკეტერებისგან:

  1. რა თქმა უნდა, ეცადეთ თქვენი კონტენტი იყოს რაც შეიძლება კრეატიული და ახერხებდეს აუდიტორიის ჩათრევას. რაც უფრო მეტი კომენტარი, ლაიქი და შეარი აქვს პოსტს, მით უფრო აქტიურად გამოჩნდება ნიუს ფიდებში. 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად დიდი ბრენდების შემთხვევაში, გვერდის ფოლოუერების მხოლოდ 0,01% კონვერტირდება ინგეიჯმენთში. ამ მხრივ კონტენტის კრეატიულობას და აქტუალურობას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
  2. მოერიდეთ  თქვენი საიტის ლინკების პირდაპირ გაზიარებას. ალბათ შეამჩნევდით, რომ ამგვარ პოსტებს ყველაზე ნაკლები რიჩი აქვს. მიზეზი ისაა, რომ Facebook-ის ალგორითმი მას აღიქვამს, როგორც რეკლამას. თუ ინგეიჯმენთი გვექნება, მაშინ კიდევ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება, თუმცა მაინც ჯობია საიტის კონტენტის გაზიარების რამე უფრო კრეატიულ გზას მივმართოთ.
  3. Facebook გვეუბნება, რომ პოსტები, რომლებიც ჩვენი პროდუქტის პირდაპირი რეკლამირებას გულისხმობს, პოსტის დაფრომოუთების მაგივრად,  Facebook რეკლამის საშუალებით გავავრცელოთ. ამის მიზეზია ის, რომ დაფრომოუთებული პოსტიც ნაკლებ რიჩს მიიღებს მისი კონტენტიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში, Facebook ამას გვეუბნება.
  4. ვიდეო კონტენტის შემთხვევაში, უმჯობესია ვიდეო ავტვირთოთ Facebook-ზე და ისე გავაზიაროთ, რადგან Facebook-ის ფლეერს დიდი უპირატესობა ენიჭება ნიუს ფიდში. როგორც ამბობენ, ნიუს ფიდის 30% სწორედ ვიდეო კონტენტზეა გათვლილი.

ეს რჩევები ზოგადია, კონკრეტულ შემთხვევებში კი აუცილებელია პრობლემის სწორი გამოვლენა და დაგეგმვა. მაგალითად, სტატისტიკური მეთოდებით შესაძლებელია დიდი სიზუსტით გავზომოთ:

  • რა დონის ორგანულ რიჩს იწვევს რიჩში გადახდილი ყოველი თეთრი;
  • რა განსხვავებულ შედეგებს ვიღებთ დღის სხვადასხვა მონაკვეთში დადებული პოსტებისგან;
  • როდისაა პოსტის დადების ოპტიმალური დრო კონკრეტულად ჩვენთვის. მაგალითად, შეიძლება ჩვენი აუდიტორია აქტიურია საღამოს 8 საათზე, თუმცა ამ დროს იმდენად გადატვირთულია ფიდები, ყველა ამ დროს პოსტავს, ჯობია ავარჩიოთ ნაკლებად აქტიური პერიოდი და უფრო დიდ რიჩსაც მივიღებთ.

ამ ყველაფრის და კიდევ სხვა მაჩვენებლების გამოთვლა ძალიან რთულიც არაა, თუმცა მათემატიკის და სტატისტიკის რაღაც დონეზე ცოდნას მოითხოვს.  ჩვენ მომდევნო სტატიებში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეიძლება ამ მეთოდების დანერგვა.  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები