რეკლამა ქვეცნობიერში 05 დეკ. 2014

a-suggestive-burger-king-ad

რეკლამის გავლენა ქვეცნობიერზე მომხმარებელს და მომხმარებელთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მას შემდეგ აწუხებს, რაც რეკლამა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ამერიკელი მომხმარებლები აქტიურობენ, მათზე ხომ პირველად გამოსცადეს რეკლამის ამგვარი ხერხები. პირველი აჟიოტაჟი ამერიკელი მეცნიერების ექსპერიმენტს მოჰყვა. მათ კინოთეატრში წამის მეასედიანი ხანგრძლივობით ფილმში ჩართეს პოპკორნისა და კოკა-კოლას სურათები და განაცხადეს, რომ იმ დღეს გაყიდვები ჩვეულებრივზე გაცილებით მეტად გაიზარდა. ეს ნიშნავდა, რომ რეკლამის ავტორებს მომხმარებლის ქვეცნობიერის მანიპულირება შეეძლოთ და რაციონალური ქმედებებიდან გვერდის ავლით მათი სპონტანური რეაქციები ემართათ. მომხმარებლთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა ამგვარი რეკლამების აკრძალვა მოითხოვეს და აშშ-სა და მრავალი სხვა ქვეყნის რეგულაციებშიც აისახა ამგვარი რეკლამების კონტროლის ზომები. თუმცა ქვეცნობიერი რეკლამა დღესაც აქტიურად გამოიყენება და საკითხავი ისაა, მართლა ახდენს თუ არა ის გავლენას მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე ამ უკანასკნელთა რაციონალური აზროვნებისგან გვერდის ავლით. ძირითადად ქვეცნობიერ რეკლამაში სექსუალურ გრძნობებსა და სხვა პირველად მოთხოვნილებებზე ხდება ხაზგასმა. გავლენა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სენსორული სტიმულის მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს ვიზუალური, სხვადასხვა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ელემენტების, ჩართვით რეკლამის ვიზუალში, ან შეიძლება ყველაფერი იყოს ხილული, თუმცა ადამიანის ქვეცნობიერის რომელიმე ნაწილზე ახდენდეს შეგნებულ გავლენას. ამ უკანასკნელის უკანონობის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რაც შეეხება ხმოვან რეკლამას, აქ ავტორები ხმოვან ტექსტში სვამენ ადამიანის სმენისთვის შეუმჩნეველ სიხშირის მიმართვებს და ამით ფარული გავლენის მოპოვებას იმედოვნებენ. ამის შესახებ ხვალ დავწერ საინტერესო პოსტს. რამდენიმე საინტერესო ფარული გავლენის მაგალითიც ვიპოვე. თუ დაგაინტერესათ რაში მდგომარეობს მათი ქვეცნობიერზე გავლენა შეგვიძლია განვიხილოთ, მანამდე იფიქრეთ :)

imp-highlights

0320e13066d983568b1a1f597e0978b1

c982c7743cdfcfc28e583a9529718dbc

1eeeafdb1cddde53047629402ad4d18e

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები