Coca-Cola #MakeItHappy კამპანიას წყვეტს 05 თებ. 2015

Coca-Cola-ს კამპანია #MakeItHappy კვირას სუპერთასის მატჩის დროს დაიწყო თამაშის ჭრაში რეკლამის გაშვების პარალელურად, თუმცა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. მთავარი იდეა იყო Coca-Cola-ს, როგორც სიყვარულის და დადებითი ენერგიის გამავრცელებლის იმიჯის წარმოჩენა. სუპერთასის რეკლამა აღწერს, თუ როგორ ედება მაგიური სასმელი სერვერებს და შემდეგ მთელს ინტერნეტს და ჩუქნის ადამიანებს ბედნიერებას, ანეიტრალებს ყველაფერ ნეგატიურს. [jwplayer mediaid="1049"] რეკლამის პარალელურად კამპანია გაეშვა ტვიტერზეც. ჰეშთეგით #MakeItHappy მომხმარებლები ტვიტავდნენ ნეგატიურ ტვიტებს და ავტომატური ალგორითმი ტექსტების კოდირებას ახდენდა დადებით სურათებად.

 B9EkU1bIUAAviOQ  cocacolamakeithappyhed2015

  მაგრამ პროვოკატორებს ყოველთვის უნდა ვუფრთხოდეთ და Gawker-იც გამოჩნდა. ესაა ახალი ამბების საიტი, რომელიც ძირითადად პოპ კულტურაზე ფოკუსირდება. როგორც ისინი აცხადებენ, მათ შეამჩნიეს, რომ Coca-Cola-ს პროგრამამ ავტომატურად მოახდინა ისეთი რასისტული ტვიტების კონვერტირება, როგორიცაა მაგალითად ეს "We must secure the existence of our people and a future for White Children." (ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი და თეთრი ბავშვების მომავალი). როგორც ჩანს, Coca-Cola საქმეს ნაკლები გულისყურით მიუდგა და არ დაიწყო ნეგატიური ტვიტების შინაარსის გარჩევა. შედეგად ვიღებდით რაღაც კუთხით წახალისებულ ამგვარი შინაარსის ტვიტებს და ჰეშთეგის წყალობით მათ ფართო საზოგადოებისადმი გაცნობას. Gawker-ში ექსპერიმენტი ჩაატარეს და ჰეშტეგით Coca-Cola-ს "შეაპარეს" ჰიტლერის მაინ კამპის ტექსტი. პროგრამამ ის ავტომატურად დააგენერირა სურათებად, თუმცა ეს უკვე პრობლემა იყო. ამბის გახმაურების შემდეგ Coca-Cola-მ გუშინ კამპანია ტვიტერზე შეაჩერა. დროული რეაქციაა და მათ ბევრი არც დადანაშაულებს, ასეთი სცენარების გათვლა ცოტა ძნელია. თუმცა კი, შეიძლებოდა ეფიქრათ, მერე რა, იყოს რასისტული, ჩვენ მათ ხომ საყვარელ სურათებად გარდავქმნით! მაგრამ კამპანიით ამ ტაბუდადებული თემების გააქტიურებას თუ შეუწყობდნენ ხელს ეს უკვე უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდებოდა, ვიდრე სურათებით თამაში. სიანტერესო ქეისი გამოვიდა.

 

jl5gyh36bhdxwr0w6611  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები