ტვიტები Google search-ში გამოჩნდება 06 თებ. 2015

გუშინ ტვიტერსა და გუგლს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება და დღეიდან თქვენი ტვიტერის 140 ასოიანი სტატუსები გუგლის საძიებო სისტემაში მომენტალურად გამოჩნდება.  ასე რომ, შესაძლებელია ტვიტერის 288 მილიონი მომხმარებლის ნებისმიერი ტვიტის მოძებნა, ანუ ამ სოციალური ქსელის მომხარებლებს  მკითხველების აუდიტორია ბევრად ეზრდებათ.

  tweets  

აღსანიშნავია, რომ twitter-ს მსგავსი სახის შეთანხმება უკვე დადებული აქვს Yahoo და Bing-ის საძიებო სისტემებთან. მაგალითად, Bing-ის ძებნაში თუ ჩაწერთ ტვიტერის მომხარებლის სახელს, ძიების შედეგებში მისი ბოლოს დაწერილი რამდენიმე ტვიტი  გამოჩნდება. თუმცა Google-თან მიღწეული შეთანხმება ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ამ უკანასკნელს ვებ ძიების ბაზრის 75%-იანი წილი უკავია.  ასევე Twitter-მა ახლახანს  გაუშვა გამარტივებული რეკლამირების საშუალება მცირე ბიზნესისთვის. სიახლე საშუალებას იძლევა მართვის პანელიდან ამოირჩეს ყველაზე ინტერაქტიული ტვიტი და  გაეშვას რეკლამის სახით სპეციალურ მიზნობრივ სეგმენტზე. ტვიტერს რეკლამირების მხრივ აქამდეც ფართო არჩევანი ჰქონდა, თუმცა ის ამჯერად პატარა კომპანიებზე აკეთებს აქცენტს. ეს ორი სიახლე ბიზნესს ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა ბევრი მათგანი ეჭვის თვალით უყურებს ტვიტერის რეკლამებში ინვესტიციის ჩადებას,რადგან ბოლო პერიოდში ამ სოციალურმა ქსელმა დაგეგმილ ზრდის მაჩვენებელს ვერ მიაღწია.თუმცა ეს არ ასახულა მის მოგების მაჩვენებელზე. 2014 წლის ბოლოს ტვიტერის მოგებამ შეადგინა 1.4 მილიარდი, 111%-ით მეტი 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით. გუგლთან დადებული შეთანხმების შემდეგ, მიმდინარე წელს მარკეტერები ტვიტერს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. თავად Twitter-ი კი ამ კვარტალში 450 მილიონი დოლარის ოდენობის მოგებას ელოდება.

მოწონება/გაზიარება

ტეგები

google,twitter,ტვიტერი,

კომენტარები