პენისი თოვლზე - Ryan Air-ის PR-ის უმაღლესი კლასი 07 თებ. 2015

პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას იქიდან, საიდანაც არც ელოდებოდი. ყველაფერი კარგადაა და უცბად ხდება რაღაც, რამაც შესაძლოა კომპანიას სერიოზული  დაბრკოლებები შეუქმნას. ეს რაღაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოდაც შეიძლება მოგვეჩვენოს და პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალოთ, მაგრამ ესაა სწორედ ყველაზე დიდი შეცდომა. არასდროს არ იცი, როგორ შეიძლება გამწვავდეს პრობლემა და შესაძლოა PR კრიზისშიც კი გადაიზარდოს. თუ საიდან შეიძლება ველოდეთ პრობლემას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ამის მაგალითი გუშინ ირლანდიურმა ევროპის უდიდესმა ავიაკომპანია Ryan Air-მა მოგვცა.  კომპანიის პერსონალმა თვითმფრინავის დატვირთვისას გადაწყვიტა ცოტა გამხიარულებულიყო და ახლადმოსულ თოვლზე "შედევრის" დახატვა გადაწყვიტეს. მერე რა? დაძაბული დღეა, თოვლი მოდის, დადებითი, მხიარული განწყობაა და იხუმრეს, რა მოხდა? ის მოხდა, რომ თოვლზე დახატული შედევრი პენისი იყო და ამ პენისს თვითმფრინავის მგზავრები თვითმფრინავის სალონიდან უყურებდნენ. ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, თითქოს ცნობილი ქართული გამოთქმის არ იყოს: "ჩემი *** ჩეიდევი, ჩემი ***"-ს თქმას ცდილობდა ავიაკომპანიის პერსონალი  მგზავრები აღშფოთდნენ, გადაიღეს სურათი და სოციალურ ქსელს უცბად მოედო ამბავი კომპანიაზე, რომლის პერსონალს მგზავრებისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს.

Ryanair-423549

წარმოიქმნა პრობლემური სიტუაცია კომპანიისთვის, რომლის მთავარი გზავნილი მომხმარებელზე ზრუნვაა. პრობლემა არაფრისგან წარმოიქმნა და გაქრებოდა რამდენიმე წუთში, თოვლი დაფარავდა შედევრს, თუმცა დღეს ყველაფერი ესე მარტივი არაა... ყველა უკვე ამაზე წერდა. და აქ Ryan Air-მა PR-ის უმაღლესი კლასი აჩვენა. კომპანიის მთავარმა სფიქერმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: "მაშინ როცა ჩვენი პერსონალი საუკეთესოა ინდუსტრიაში თვითმფრინავის მომზადების 25 წუთიანი შედეგით, ხელოვნება მათი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, რადგან მათ აშკარად დაავიწყდათ თოვლის თვითმფრინავზე ფრთების მიხატვა" (While our ground crew excel at industry leading 25-minute turnarounds, art isn't their forte as they've clearly forgotten to draw wings on their snow airplane). მარტივი, იუმორისტული და მოკლედ, გენიალური განცხადებაა. პრობლემა, რომელსაც ალბათ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა ... გამოხმაურება მაინც მოჰყვა, დიდი გამოხმაურება, თუმცა ამჯერად ყველა კომპანიის რეაქციაზე და ამ სიტყვებზე ლაპარაკობს, დადებითი კუთხით, და არავინ ლანძღავს "ხელოვნების მოყვარულ" პერსონალს. მეტიც, იუმორის გრძნობის გამო მათ დადებითი განწყობაც დაიმსახურეს.  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები