ნუ მოიწონებთ თავს სიგარეტით! 07 თებ. 2015

Truth-მა, მოწევასთან მებრძოლმა ინიციატივამ, ახალი მუსიკალური კლიპი გადაიღო, რათა დაანახოს ახალგაზრდებს, რომ მოწევა არა მხოლოდ ცუდია ჯანმრთელობისთვის, არამედ ცუდ ტონად ითვლება. კლიპში მონაწილეობენ ახალგაზრდა პოპ ვარსკვლავები და მსახიობები. ისინი გვეუბნებიან, თუ როგორ არავის არ მოსწონს ადამიანები, რომლებსაც სოციალური ქსელში სიგარეტით აქვთ გადაღებული ფოტოები. ამ შემთხვევაში საუბარია Tinder-ზე. ესაა გაცნობის სოციალური ქსელი, სადაც მომხმარებლები მათთვის საინტერესო სქესის ადამიანების სურათებს აფასებენ და თუ ორმხრივი მოწონება შედგა, ქსელი საშუალებას აძლევს დაეკონტაქტონ ერთმანეთს ბედნიერი დასასრულის იმედით. ვიდეო კი გვეუბნება, რომ მწეველებს, რომლებიც სიგარეტით იწონებენ თავს სურათებში, ძალიან ცოტა შანსი აქვთ მოწონების დამსახურების, რადგან ეს უკვე აღარაა "ქუუულ" და პირიქით, ცუდ ტონად ითვლება. 

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები