Google: რეკლამების ნახვების ნახევარზე მეტი რეალობას არ შეესაბამება 08 დეკ. 2014

გუგლმა გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა, სადაც რეკლამების შემკვეთთათვის საკმაოდ არასასიამოვნო სიმართლეა ასახული. ეს აქამდეც ვიცოდით, ვეჭვობდით, თუმცა ახლა ეს პირდაპირ გვითხრეს. Google და DoubleClick display ad-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რეკლამების 56.1 პროცენტი ვიზიტორის ყურადღების მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათში ფულია გადახდილი, სწორედ ნახვების რაოდენობიდან გამომდინარე. მიზეზი Impression-ის მაჩვენებლის დათვლის მეთოდოლოგიაშია. თუ რეკლამის საერთო ფიქსელების რაოდენობის 50% მოხვდება ხედვის არეალში მინიმუმ ერთი წუთის განმავლობაში, მაშინ მთვლელი თვლის, რომ ვიზიტორმა ნახა რეკლამა. მიზეზი იმისა, რომ ნახევარზე მეტ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი რეალობას არ შეესაამება, არის შემდეგი:

1) ვიზიტორი იმდენად სწრაფად ჩამოსქროლავს ფეიჯს, რომ ნახვას ვერ ასწრებს და ვერ აღიქვამს;

2) რეკლამა ჩამოტვირთვას ვერ ასწრებს, თუმცა მთვლელი მაინც აღიქვამს;

3) ვიზიტორი საერთოდ არ იყო ადამიანი - იყო ეგრეთ წოდებული ბოტი. გუგლის ინფოგრაფიკა ასევე გვაწვდის ინფორმაციას რეკლამის საუკეთესო განლაგების, ზომებისა და სახეობების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტურია რეკლამა, რომელიც განთავსებულია ზუსტად გვერდის შუა ნაწილის ზემოთ და არა გვერდის სულ ზემოთა ნაწილში. თუმცა ბოლოს კარგი ამბავიცაა. გუგლი გვპირდება, რომ ახალი ტექნოლოგიის წყალობით ამიერიდან უფრო ზუსტად გაზომავს ნახვების მაჩვენებელს.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები