iMac, iPad, iPod, iPhone ... iCar? 19 თებ. 2015

iMac, iPad, iPod, iPhone ... iCar? ჭორები დადის და საფუძვლიანი ჭორები, Apple ელექტრომობილს ქმნისო. Wall Street Journal-მა დაწერა Apple-ის საიდუმლო პროექტზე სახელად Titan, სადაც კომპანიის ასამდე თანამშრომელია დასაქმებული და მათი რაოდენობის ათასამდე გაზრდაც ივარაუდება. Financial Times-მა კი განაცხადა, რომ კომპანიაში აქტიურად მიდის ავტო ინჟინრების რეკრუტინგი. როგორც ჩანს, Apple ამ სფეროს ლიდერი კომპანია Tesla-სთვის აპირებს კონკურენციის გაწევას და როგორც ამბობენ, უკვე გადმოიბირეს Tesla-ს 50-მდე თანამშრომელი. თითოეულს საშუალოდ $250 ათასს სთავაზობენ წლიურად და ამას დამატებული ბონუსები, ხელფასის 60% ჯამში. შთამბეჭდავი შეთავაზებაა, ვინ არ გადავიდოდა. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, Apple Tesla-ს წელს $75 მილიარდად შეისყიდისო.

apple

ამ ვარაუდებს და ეჭვებს რამდენიმე ფაქტი ამყარებს. კომპანიის აქციონერები პირდაპირ მოითხოვენ Apple-ისგან უფრო სერიოზული სვლების გაკეთებას და ზუსტადაც, მისგან მანქანასაც ელოდებიან. კომპანიის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს $700 მილიარდს გადააჭარბა, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად ხდის, მეორე ადგილს თითქმის ორჯერ უსწრებს. ამ უზარმაზარი რესურსების გამოყენება კი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება, რატომაც არა ელექტრომობილი? ამასთან, კომპანიის CEO Tim Cook-მა შარშან განაცხადა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომლის შესახებაც არავინ არაფერი არ იცის. ხოლო კომპანიის თანამშრომლები უკვე ღიად აცხადებენ, რომ Tesla-ს მალე პრობლემები შეექმნება. Apple-მა შარშან სამსახურში აიყვანა Ford-ის ყოფილი დიზაინერი. ესეც ფაქტები! მოკლედ, ყველაფერ ამის ფონზე უნდა ვთქვათ iCar კარს მოგვადგაო. იმასაც ამბობენ iCar მძღოლის გარეშეც ივლისო, აბა Google-ს ხომ არ ჩამორჩება Apple, კონკურენცია კარგი რამეა. თუ გაქვს iPad, iPod, iMac, iPhone და გრძნობ რაღაც კიდევ გაკლია, დროა iCar-ისთვის დაიწყოთ ფულის შეგროვება. 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

Apple,Tesla,iCar,

კომენტარები