როდის უნდა დავპოსტოთ - მიზნობრივი აუდიტორია 19 თებ. 2015

როდის უნდა დავპოსტოთ? - თუ ამ კითხვას დაუსვამთ სოციალურ მედიაში გათვითცნობიერებულ ადამიანებს, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ არასწორ პასუხის მიიღებთ. უნდა დაპოსტო საღამოს საათებში, უნდა დაპოსტო ღამის 12 საათზე, პარასკევ საღამოს და ა.შ. საიდან იცის? გეტყვით, რომ წაიკითხა სოციალური მედიის გურუს წიგნი, რომელიც დიდი ალბათობით აშშ-ს აუდიტორიას ეხებოდა და სადაც ავტორი აუცილებლად აღნიშნავდა, რომ ეს იყო ტრენდი და კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა იყო აუცილებელი, თუმცა მან ამას ყურადღება არ მიაქცია. ან გეტყვით თავისი დაკვირვების შესახებ, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში მოგიყვანთ სოციალური მედიის სტატისტიკებს. თუმცა რამდენადაც ეს ყოველივე იძლევა ზოგად წარმოდგენას სოციალურ მედია საზოგადოებაზე, არაფერს გვეუბნება პირადად ჩვენს აუდიტორიაზე. ერთ მაგალითს მოგიყვანთ.  საქორწილო და ნიშნობის ბეჭდების რუმინეთის ნომერ პირველი ბრენდის მარკეტინგის დეპარტამენტი იგივე პრობლემას წააწყდა (ეს პოსტი სწორედ ამ ადგილიდან იწერება:) ). ფეისბუქის გვერდი ორი მიზნისთვის გამოიყენება: დაუჭიროს მხარი ბრენდის შესახებ ცნობადობის გავრცელებას და საიტზე ვიზიტორების რაოდენობა გაზარდოს. საიტზე თავის მხრივ, მთავარი პროდუქტია ნიშნობის ბეჭდები, ხოლო მომხმარებლის 70% მამაკაცი. ფეისბუქის გვერდს აქვს 30 ათასამდე ლაიქი და აუდიტორია მოიცავს, როგორც პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს, ისე სხვადასხვა ინტერესების მქონე მომხმარებელს - ზოგს ლამაზი სურათების გაზიარება მოსწონს, ზოგი გათხოვებაზე ოცნებობს და ა.შ. რუმინეთში, როგორც სხვა ქვეყნებში, ფეისბუქის აქტიურობა პიკს საღამოს საათებში აღწევს, შესაბამისად, აზრს მოკლებული არ უნდა იყოს პოსტების ამ დროს დადება. თუმცა გავლენა მიზნობრივი აუდიტორიაზე, რომელიც ნიშნობის ბეჭედს ეძებს ამ დროს არის მინიმალური, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ნიშნობამდე წყვილი როგორც წესი ერთად ცხოვრობს რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაბამისად ისინი საღამოს ერთად ატარებენ. მამაკაცი, რომელსაც სურს ცოლობა რომანტიკულ გარემოში სთხოვოს, ბეჭდების ძებნას საღამოს საათებში არ დაიწყებს, რომც დაინახოს ფეისბუქზე ნიუს ფიდში სურათი, არც კი დაკლიკავს, სიურპრიზი რომ არ გააფუჭოს. ამის გამო, დაპოსტვის საუკეთესო დრო კომპანიისთვის დილის საათებია, როდესაც მამაკაცები სამსახურში მიდიან და პირველი რასაც აკეთებენ, ფეისბუქის გახსნაა :). ეს მცირე ქეისი იმის საჩვენებლად, თუ როგორი მნიშვნელოვანია სოციალური მედიის მართვის დაგეგმვა. რამდენიმე პუნქტი ამ დაგეგმვის პროცესიდან, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ:

  1. განვსაზღვროთ ჩვენი მიზნობრივი სეგმენტები- ჩვენი საიტის მაგალითზე, გვყავს პროფესიონალი მარკეტერები, ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები, უბრალოდ მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანები,  სხვა სახის აუდიტორია.  ასევე აუცილებელია გადავწყვიტოთ, რომელია აქედან ჩვენი პრიორიტეტი, რომელს რას ვთავაზობთ. მაგალითად, პროფესიონალ მარკეტერს პროფესიული კონტენტი აინტერესებს, უბრალოდ მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს სახალისო და კრეატიული რეკლამები და პოსტერები.
  2. განვსაზღვროთ თითოეულის პროფილი - ესაა თითოეული სეგმენტის წარმომადგენლის აღწერა მათი ინტერესების, ქცევის, ცხოვრების სტილის, დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ ჩვენი ამ სტატიიდან გაიგოთ. ასე უკეთ მოვარგებთ ჩვენი პოსტების შინაარსს თუ დროს.
  3. კონკურენტების ანალიზი - როდის პოსტავენ ისინი. შეიძლება ამან საინტერესო აღმოჩენამდე მიგვიყვანოს. შეგვიძლია ავყვეთ მათ ან გამოვნახოთ ყველაზე აუთვისებელი დროის სეგმენტი.  rate
  4. ნიშე - ის, რომ გარკვეული დროის მონაკვეთი არის ყველაზე აქტიური, არ ნიშნავს,  ჩვენც ამ დროს უნდა დავპოსტოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზნობრივ სეგმენტიც შეიძლება ამ დროს იყოს აქტიური. თუ ჩვენ ვიცით ეს, სხვამაც იცის ყველა ამ დროს პოსტავს, ნიუს ფიდები გადავსებულია. ამიტომ ჯობია გამოვნახოთ ნიშა, დრო როდესაც სეგმენტი ასე თუ ისე აქტიურია, თუმცა სხვა ფეიჯები, განსაკუთრებით კომპანიების ფეიჯები დაფრომოუთებული პოსტებით, ნაკლებად აქტიურობენ.
  5. ფეიჯის სტატისტიკა - ფეიჯის სტატისტიკების ანალიზი შეგვიძლია უბრალოდ ფეისბუქის ინსაითების პანელის ვიზუალური ანალიზით გავაკეთოთ. ყოველდღიური დაკვირვებით გავიგებთ როდის აქვს პოსტებს ყველაზე დიდი ეფექტი და რა სახის პოსტები მოსწონს აუდიტორიას. თუმცა უფრო დაწვრილებითი ანალიზისთვის შეგვიძლია რთული სტატისტიკური მეთოდები გამოვიყენოთ. ამაზე სხვა სტატიაში მოგიყვებით.
  6. და წავიკითხოთ სოციალური მედიის ანგარიშები თუ ამ სფეროს ექსპერტების წიგნები, თუმცა შემდეგ ჩვენს რეალობაზე მორგება აუცილებელია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი ეფექტურობით შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენი სოციალური მედია სტრატეგია. შედეგს ძალიან სწრაფად დავინახავთ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები