რა ხდება ბარსელონაში? 03 მარ. 2015

ბარსელონა, ესპანეთი, 2-5 მარტი - რა ხდება ასეთი განსაკუთრებული? World Mobile Congress, სადაც მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან მობილური მოწყობილობების მწარმოებლები, აპლიკაციების შექმნელები, სოციალურ ქსელების ტოპ მენეჯმენტი და გურუები, სტარტაფები, მობილური ოპერატორები და მსოფლიოს წარუდგენენ თავიანთ ახალ იდეებს და პროდუქტებს. რამდენიმე დიდი მოვლენა უკვე მოხდა და რამდენიმე დაანონსდა. აი ისინიც:

1. Samsung Galaxy S6 და S6 Edge - დიდი მოწონება დაიმსახურეს, განსაკუთრებით დიზაინის გამო. მეტალის და შუშის საფარი უფრო მეტ სოლიდურობას სძენს სმარტფონს განსხვავებით წინა, პლასტმასის მოდელებისგან. ახალი მოდელები აწყობილია Samsung-ის პროცესორზე, რაზეც ამბობენ, რომ მართლაც ძალიან კარგია. ტელეფონებს აქვს 16 მეგაპიქსელი კამერა და წინა 5 მეგაპიქსელიანი კამერა სელფისთვის. Samsung-ში ამბობენ, რომ ფოტოების შედარების შედეგად მათ ფოტოები გაცილებით უკეთესია ვიდრე iphone 6-ის.  Samsung ასევე აცხადებს რომ Samsung Pay-ს ექნება Apple Pay-ზე ორჯერ მეტი გადახდის ობიექტი წლის ბოლომდე და მისი ტელეფონები ორჯერ უფრო სწრაფად იტენება. თუ ეს ყველაფერი მართალია, Apple-ს სანერვიულო გაუჩნდება. 

samsung-galaxy-note-edge-review-aa-23-of-26-710x399

2. Mark Zuckerberg-მა რამდენიმე მობილურ ოპერატორთან ერთად გააკეთა internet.org-ის მომავალ გეგმებზე განცხადება. შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს მთელი მსოფლიოსთვის ინტერნეტის მიწოდებას სხვადასხვა ინოვაციური საშუალებებით, მათ შორის მაგალითად, აფრიკის თავზე მფრინავი მზის ელემენტებზე მომუშავე თვითმფრინავებით. მობილურ ოპერატორებს უჭირთ დაარწმუნონ მოსახლეობა განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტის საჭიროებაში, Facebook კი ამისთვის საუკეთესო მიზეზია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა აპლიკაციები, რომლის მოხმარებისას მობილური ოპერატორი მომხმარებელს ინტერნეტის საფასურს არ ახდევინებს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა მიხვდება ინტერნეტის აუცილებლობას, უკვე ფულის გადახდასაც დაიწყებენ. პირველადი შედეგების მიხედვით, პარაგვაიში მობილურ ოპერატორს ინტერნეტის მოხმარება ბაიტებში 30%-ით გაეზარდა. 

3. Microsoft-მა Nokia Lumia-ს ორი ახალი მოდელი წარადგინა  Lumia 640 და Lumia 640 XL მოდელები, რომელთა ღირებულებაც შესაბამისად $155 და $211 არის. დაბალფასიანი მოდელებით Microsoft განვითარებად ბაზრებზე შესვლას გეგმავს და ღიად აცხადებს, რომ მისი სამიზნე ანდროიდის მომხმარებელია. ორივე მოდელს აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა და საკმაოდ ნორმალური მახასიათებლები. ამას ემატება ისიც, რომ Microsoft ახალ მოდელებს დამატებით ფასეულობებსაც მატებს, როგორიცაა 1 ტერაბაიტი ადგილი OneDrive-ზე, 60 უფასო წუთი Skype-ისთვის და  Office 365 Personal-ის ერთწლიანი ლიცენზია. საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა. ორივე მოდელი წლის ბოლოს windows 10-ზე მოახდენს  განახლებას. 

640-Collection

4. Google-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ში ვირტუალურ მობილურ ოპერატორად აპირებს შესვლას. ეს ნიშნავს, იმას რომ Google დაიქირავებს მობილური ოპერატორების ინფრასტრუქტურას და მათი გადაცემის საშუალებების გამოყენებით საკუთარ სერვისებს შესთავაზებს მომხმარებელს.

5. HTC-მ ახალი მოდელის M9-ს პრეზენტაცია მოახდინა

6. BlackBerry-მ წარადგინა ახალი მოდელი 4G HD Leap. მოდელი ბრენდის სხვა სმარტფონებისგან განსხვავებით სრულიად სენსორულია და რამდენიმე ახალი აპლიკაცია აქვს დამატებული. აცხადებენ რომ მაღალი მოხმარების შემთხვევაში ელემენტი 25 საათს ძლებს, ხოლო სმარტფონი საუკეთესოდაა დაცული ჰაკერებისგან.

 Leap

 

7. IBM-მა და Apple-მა სამი ერთობლივი აპლიკაციის პრეზენტაცია გააკეთეს. 

8. Intel-მა ახალი პროექტები წარადგინა, რაც ნიშნავს ბრენდის გააქტიურებს ტაბლეტების და სმარტფონების ჩიპების წარმოებაში, სადაც ბაზრის ლიდერი ამ დრომდე Qualcomm-ია. 

ეს იყო მცირე ჩამონათვალი პირველი დღის შედეგების. წინ კიდევ სამი დღეა, ვნახოთ რა მოხდება. 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

google,Apple,Samsung,Microsoft,WMC,HTC,Nokia,

კომენტარები