Google-ის ახალი მინი ქალაქი 04 მარ. 2015

Google-მა თავისი ახალი კამპუსის პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. ის იქნება განლაგებული კალიფორნიაში , სილიკონ ველის ტერიტორიაზე. Apple და Facebook-ის ახალი ოფისების შემდეგ, რა თქმა უნდა Google-იც არ ჩამორჩებოდა და ქმნიან მართლაც გამორჩეული დიზაინის მინი ქალაქს.  დიზაინის გამორჩეული ელემენტია მისი ფოკუსი ეკოლოგიაზე. გამჭირვალე შენობები, ველოსიპედის და სარბენი ბილიკები, მდინარეები, სიმწვანე ყველგან - ასეთი იქნება ახალი ქალაქი. ამას ემატება ისიც, რომ შენობები არაა ფიქსირებული და მათი გადაადგილება შეიძლება. ამის მიზეზი კი კომპანიის მუდმივად განახლებადი პროექტებია. მაგალითად, Google-ის მანქანაზე მომუშავე გუნდს განხვავებული გარემო სჭირდება, ხოლო ანდროიდის აპლიკაციებზე მომუშავე გუნდს განსხვავებული. თუ ამ გუნდების ზომა და სტრუქტურა შეიცვლება, ან ახალი პროექტი გაჩნდება, შენობებს ადვილად გადააწყობენ, რათა ოპტიმალური სამუშაო მიკრო უბნები შექმნან. დანარჩენი შეგიძლიათ თავად იხილოთ. 

 

google-hq-designs-2 google-hq-designs-3 google-hq-designs-4google-hq-designs-6 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

google,

კომენტარები