რატომ უნდა გვქონდეს ტვიტერი? 04 მარ. 2015

ტვიტერი ერთ დროს ნომერ პირველი სოციალური ქსელი იყო, თუმცა Facebook-ის გამოჩენასთან ერთად მისი პულარობა დაეცა, მაგრამ ბოლო წლებმა დაგვანახა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. სოციალური ქსელი 285 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ითვლის და დაბალი ზრდის მაჩვენებელი აქვს. instagram-მა 300 მილიონს გადააჭარბა, Facebook-მა კი 1,4 მილიარდს მიაღწია, თუმცა არის ეს ის შეთხვევა როცა რაოდენობაა მთავარი? რას იტყვით ხარისხზე? აჰა თქვენც რამდენიმე მიზეზი:

  1.  აქ ხარისხიანი ინფორმაციის მიღება გაცილებით მარტივია. Facebook-ზე ჩვენი ნიუსფიდი გვიყრის ყველაფერს, როგორც რეალურ ცხოვრებაში, უამრავი უსარგებლო ინფორმაციაა. თუმცა ჩვენი დრო შეზღუდულია და რეალობაც გვეყოფა ათასი სისულელის მოსასმენად, ხანდახან უბრალოდ იმის მოსმენა გვინდა რაც გვჭირდება. Twitter ზუსტად ამას გვთავაზობს, ვიღებთ მხოლოდ იმ ადამიანების ტვიტებს, რომლებიც გვაინტერესებს და აქ არავინ გვიგზავნის Cendy Crash-ის მოსაწვევს ან გვთაგავს ლინკზე, რომ გავიგოთ ვინ ნახულობს ჩვენს პროფილს.
  2. მართალია, მხოლოდ 285 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს Twitter-ს, თუმცა მისი გავლენა გაცილებით დიდია. მსოფლიო აზრის ლიდერები აქ ტვიტავენ პირველად და ეს ხდება მსოფლიო მედიის განსჯის საგანი, ტვიტები გადაიცემა საინფორმაციო გამოშვებებში. ტვიტებს ახლა უკვე Google-იც სერჩავს, რაც Twitter-ის აუდიტორიას წარმოუდგენლად აფართოვებს.
  3. Twitter-ზე გაცილებით ადვილია მიზნობრივი აუდიტორიისთვის, ხარისხიანი მიზნობრივი აუდიტორიისთვის თქვენი გზავნილის მიწოდება. შესაძლოა ნაკლები მოწონება და კომენტარი ჰქონდეს, თუმცა ესაა ინფორმაცია რომელსაც ადრესატი ღებულობს.
  4.  ახალი შესაძლებლობები, როგორიც ჯერ იყო სურათების დატვიტვის შესაძლებლობა, ხოლო ახლა უკვე ვიდეო ფლეიერი და მისი კონტენტში ჩასმის (embed) ფუნქცია, მარკეტერებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
  5. მსოფლიო ბრენდები სწორედაც რომ იყენებენ ამ ფუნქციებს. სად დაიწყო ბოლო დროის უდიდესი სოციალური მედია კამპანიები? Twitter-ზე! Coca-Cola-ს #Makeithappy , Marvel-ის #AvengersAssembe , Doritos სუპერ თასის კამპანია, Dove-ის #SpeakBeautiful და ბევრი სხვა. ბრენდებისთვის Twitter გახდა ადგილი პაექრობის, კრეატივის, ახალი იდეების. შეიძლება შენი კრეატიული პასუხი კონკურენტი ბრენდის ტვიტზე შედარებით ცოტა მომხმარებელმა ნახოს, თუმცა მეორე დღეს მასზე აუცილებლად ილაპარაკებს მსოფლიო მედია.
  6. Twitter თავისი ჰაშტეგების სისტემით უფრო მეტი კონტროლის საშუალებას გვაძლევს. ტრენდებისთვის თვალყურის მიდევნება და კამპანიის ეფექტურობის შეფასება აქ უფრო ადვილია, განსხვავებით Facebook-ისგან.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან Twitter დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა კი ყველა ცნობილ ბრენდს აქვს ექაუნთი, მაგრამ თითქმის ნულოვანი ეფექტით - რეტვიტების, მოწონებების და კომენტარების გარეშე. ამას ვერ ვიტყვით იმ ექაუნთებზე, რომლებიც ინგლისურად ტვიტავენ, ამის საუკეთესო მაგალითია მიხეილ სააკაშვილის ტვიტერის ექაუნთი, რომელიც ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტ ფოლოუერს ითვლის ქართული ექაუნთებიდან და ყველაზე აქტიურიცაა. ერთს გირჩევთ, იქონიეთ Twitter-ის ექაუნთი, ეს დიდ ძალისხმევასთან არაა დაკავშირებული. მოვა დრო, როგორც ქართველებს გვჩვევია, Twitter გახდება პოპულარი ერთბაშად და ჯობია მომზადებულები შევხვდეთ. SocialBakers-ის მონაცემებით ყველაზე პოპულარული ქართული პროფაილების და ბრენდების სია ასე გამოიყურება.

minder twitter    

მოწონება/გაზიარება

კომენტარები