Error 404-ის კრეატიული გვერდები 06 მარ. 2015

როცა ვებ-გვერდიდან სტატია წაშლილია ან არასწორ მისამართს ვკრეფთ ბრაუზერში, გამოჩნდება გვერდი, რომელიც გვატყობინებს, რომ რაღაც შეცდომაა. ეს გვერდი ყველასათვის ცნობილია Error 404-ის სახელით. ძალიან ბევრ კომპანიას ესეც კი საკუთარ უპირატესობად აქვს გამოყენებული და მათი Error 404-ის გვერდი ცნობილია კრეატიულობით. წარმოგიდგენთ რამდენიმე საუკეთესოს.

Bluegg

Bluegg არის ბრენდინგის სააგენტო და მისი Error 404 გვერდზე ცნობილი თხა ყვირის იუთუბიდან.  "დაბრუნდი მთავარ გვერდზე ან უსმინე თხის ყვირილს, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა".  ლინკი

goat

Lego

ასე მარტივად და კარგად გამოიყურება ყველასათვის საყვარელი ლეგოს Error 404 გვერდი: ლინკი

lego  

IMDB

IMDB-ს Error 404 გვერდი იცვლება ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფილმებიდან ამოკრეფილი ფრაზების მიხედვით.

ლინკიenhanced-buzz-3458-1360601575-1  

Magnt

Magnt არის ბიზნეს სავიზიტო ბარათების შესაქმნელი პლატფორმა. მისი Error 404 გვერდი წარმოდგენილია ვენის დიაგრამის სახით, რომელიც განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს, თუ რატომ მოხვდით ამ გვერდზე. ლინკი

magnt

  Emailcenter

ამ ბრიტანული კომპანიას აქვს ძალიან სახალისო Error 404 გვერდი. გვერდზე გამოტანილია დეველოპერების ფოტოები, რომელთაგან ერთ-ერთის შეცდომის გამო მოხვდა მომხარებელი ამ გვერდზე და მომხარებელმა უნდა აირჩიოს ერთ-ერთი, რომელიც უნდა დაითხოვოს კომპანიამ. ლინკი

email

  Mint

Mint.com არის ცნობილი ფინანსური დაგეგმვის კომპანია, რომლის ყოფილი Error 404 გვერდზე იყო კომპანიის დეველოპერი ჯასტინის ფოტო წარწერით " გვერდი ვერ მოიძებნა, აი ჯასტინი - კი". აჟამად ეს ფოტო აღარაა, რადგან ჯასტინმა უკვე იპოვა სიყვარული.

  enhanced-buzz-1384-1360601661-0  

Daniel Karcher Film Design Studios

ამ სტუდიის ვებ-გვერდს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო Error 404 გვერდი. გვერდი წარმოდგენილი ვიდეოს სახით, სადაც ცარიელ სადგურზე მოდის ცარიელი მატარებელი და ჩერდება. კედლებზე კი მინიშნებებია, რომ თქვენ დაკარგული ხართ. ლინკი

error10

  და ბოლოს, ასე გამოიყურება ჩვენი Error 404 გვერდი.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები