Pornhub-ის ახალი ეკოლოგიური პროდუქტი! 06 მარ. 2015

Pornhub, პორნო ვიდეოების ინტერნეტ პორტალი თავისი ინოვაციური და კრეატიული მარკეტინგით ყოველთვის გვაოცებს. ჯერ იყო და მათმა მიდგომამ პორნო ინდუსტრიის მარკეტინგისადმი ამ თემას ფაქტიურად ტაბუ მოხსნა. მეტიც, საიტის რეკლამა ნიუ იორკის ცენტრში ბილბორდზეც კი გამოჩნდა. Pornhub ცდილობდა გამოეხატა თანადგომა ეკოლოგიური პრობლემებისადმი. მისი ერთ-ერთი კამპანიის ფარგლებში კომპანია რგავდა ერთ ხეს ვიდეოს ყოველ მეასე ნახვაზე პორნოს გარკვეული კატეგორიიდან. შეგიძლიათ ფანტაზია აამუშავოთ კატეგორიის გამოსაცნობად.  ამ დღეებში კი Pornhub-მა მართლაც ყველა გააოცა, იმით თუ როგორ ზრუნავს გარემოზე. მათ იფიქრეს, იფიქრეს და მივიდნენ დასკვნამდე: Pornhub-ის ვიდეოებს დღეში მილიონობით ადამიანი უყურებს კონკრეტული მიზნისთვის. ამ დროს ენერგია ფუჭად იხარჯება, არა და ამ ენერგიის ჭკვიანურად გამოყენება შეიძლება. რას იტყვით სამაჯურზე რომელიც მასტურბაციის დროს ხელის მოძრაობას ელექტრო ენერგიად გარდაქმნის? იჰუუ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის დასატენად აუცილებელი ენერგია თავადვე გამოიმუშავოთ, თუ საკმარისად მოინდომებთ. 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

კრეატივი,pornhub,

კომენტარები