Coca-Cola დიზაინს ცვლის? 08 მარ. 2015

  Coca-Cola, ესპანეთში და შემდეგ ზაფხულიდან, ალბათ გლობალური მასშტაბით, თუმცა ეს დაზუსტებული ჯერ არაა, სასმელს ახალი შეფუთვით გამოუშვებს. Coca-Cola Light და Zero აქამდე შავ და ვერცხლისფერ შეფუთვაში გამოდიოდა, რაც ზაფხულიდან წითლით შეიცვლება. ამის მიზეზია ბრენდის გაყიდვების ზრდის შემცირება, ხოლო ზოგიერთ პროდუქტზე გაყიდვების ვარდნა. ამ ნაბიჯით Coca-Cola ძალებს გააერთიანებს. წითელი ფერი და მისი კლასიკად ქცეული დიზაინის ელემენტები ამჯერად უკვე Light და Zero-საც დაამშვენებს, რაც მათ კომუნიკაციას უფრო მარტივს გახდის. შეფუთვის ფერების ცვლა ბრენდისთვის უცხო არაა. ასე რომ, არაფერი მოულოდნელი არ ხდება. უბრალოდ, დიზაინის განახლება და ახალი კომუნიკაციის სტრატეგია გაყიდვებს უფრო წაახალისებს.

 

coca

coca1  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები