Toyota-მ ამინდის პროგნოზის წამყვანებს გაკვეთილი ჩაუტარა! 10 მარ. 2015

Toyota-მ ახალი მოდელის Toyota Aygo-ს რეკლამისთვის საინტერესო ხერხს მიმართა და ამინდის პროგნოზის წამყვანებს სეირი აჩვენა! არც თუ ისე იშვიათია, როცა ამინდის პროგნოზი არ მართლდება. გავდივართ ქუჩაში მზიანი დღის მოლოდინით და უცბად იწყებს წვიმა, მოუმზადებელი ვხვდებით, ვსველდებით და მერე ვლანძღავთ პროგნოზის წამყვანებს. რა თქმა უნდა ეს მათი ბრალი არ არის, ისინი უბრალოდ კითხულობენ პროგნოზს, რომელიც სინოპტიკოსმა შეადგინა. ჰო ზუსტად სინოპტიკოსია დამნაშავე ყველაფერში! თუმცა ხალხი ერთი მარტივი ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე ჯავრს წამყვანებზე იყრის. ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანი რომელიც ცუდ ამბავს გვეუბნება, ჩვენგან ნაკლებ დადებით დამოკიდებულებას იმსახურებს, ხოლო თუ მისი ნათქვამი ტყუილი აღმოჩნდება, მით უმეტეს.  რობერტ ჩიალდინის თავის წიგნში მოჰყავს ერთი მაგალითი ამინდის პროგნოზის წამყვანებზე. ისინი მაყურებლებისგან ძალიან უარყოფით დამოკიდებულებას იღებენ, მეტიც, ზოგიერთი ურეკავს და ემუქრება: " შენი ბრალია რომ ტორნადო მოხდა, სადაც შეგხვდები #*#*#*#". სასაცილოა არა? თუმცა აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი ადამიანის ადგილას, რომელსაც ტორნადომ სახლი გაუნადგურა და ამ ტორნადოს შესახებ შეიტყო ტელევიზიიდან მომღიმარი წამყვანის საშუალებით, რომელიც სადღაც თბილად ზის ასეულობით კილომეტრის დაშორებით. ჰოდა, გამოჩნდა განტევების ვაცი! ჩიალდინი წერს, რომ პროგნოზის წამყვანებს ეწყებოდათ დეპრესია და სერიოზული მენტალური პრობლემები ამდენი მუქარის და უარყოფითი დამოკიდებულების შემდეგ.  ეს მცირე ლირიული გადახვევა. ახლა რაც შეეხება Toyota-ს ექსპერიმენტს. მის ახალ მოდელს აქვს ასახდელი ლუქი, რისი რეკლამირებისთვის წამყვანებზე შურისძიება სახალისოც იქნებოდა, მაყურებელსაც გულზე მოეშვებოდა და "აჰა ეგრე გინდა შენ! ყოჩაღ, Toyota" ეფექტსაც გამოიმუშავებდა. ასეც მოხდა. მოკლედ, რამდენიმე ამინდის პროგნოზის წამყვანი დაითანხმეს ექსპერიმენტზე. მათ ერთი თვის განმავლობაში უნდა ეტარებინათ Toyota Aygo, რომლის ლუქიც მათ მიერ გამოცხადებული პროგნოზის შესაბამისად ავტომატურად გადაიხდებოდა ან დაიხურებოდა. მაგალითად, თუ გამოაცხადებდნენ მზეს და იქნებოდა წვიმა, ლუქი გადახდილი იქნებოდა და შესაბამისად დაისჯებოდნენ. დანარჩენი ნახეთ ვიდეოში.  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები