Apple Watch-ის გამოშვების თარიღი ცნობილია 11 მარ. 2015

ეფლის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ორშაბათს Apple Watch-ის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. როგორც ცნობილი გახდა, საათი მაღაზიებში 24 აპრილიდან გამოჩნდება და მისი ფასი 350-დან 17 000 დოლარამდე მერყეობს. ძვირი ღირს ოქროს საკოლექციო მოდელები, თუმცა ეფლის განცხადებით, ისინი შეზღუდული რაოდენობით გამოვა. ჯამში წელს იგეგმება 27 მილიონი საათის გაყიდვა. Apple watch სამი ხაზისგან შედგება: სტანდარტული, სპორტული და შეზღუდული გამოშვება. ასე რომ, ნებისმიერი გემოვნებისა და ცხოვრების სტილის ადამიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. როგორც შემქმნელები აცხადებენ, ეს მათი პირველი ყველაზე პერსონალური პროდუქტია და მაქსიმალურად ერგება ადამიანის პიროვნებას და ცხოვრების წესს. ვარჯიში, საქმიანი შეხვედრების განრიგი, კომუნიკაცია, გართობა და რა თქმა უნდა, დროის ჩვენება - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც საათს შეუძლია. როგორც აქამდეც აღვნიშნავდით, ეფლი ნელ-ნელა ედება მთლიანად ტექნიკის სეგმენტს. პრეზენტაციის დასასრულს, ასევე წარადგინეს apple watch-ის შთამბეჭდავი სატელევიზიო რეკლამა.

  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები