IKEA-ს გმირები 12 მარ. 2015

შვედური სახლის აქსესუარების და ავეჯის მწარმოებელი კომპანია IKEA ყოველთვის უმაღლესი ხარისხის რეკლამებს გვთავაზობს. არც ეს რეკლამაა გამონაკლისი. ტანსაცმლის საკიდი, საპნის დასადები, ტუალეტის ქაღალდის საკიდი, სააბაზანოს ფეხის საწმენდი, უნიტაზის სახეხი - გინახავთ მათი რეკლამა სადმე? მათ ყურადღებას არავინ აქცევს, თითქოს ისინი უბრალოდ უნდა არსებობდნენ და ეგაა. თუმცა IKEA ასე არ ფიქრობს. რეკლამა "Everyday Heroes" (ყოველი დღის გმირები) ზუსტად ამ ყველასგან მივიწყებულ სახლის აქსესუარებზე აკეთებს აქცენტს და როგორც ყოველთვის, ძალიან კარგადაც. 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

რეკლამა,Ikea,

კომენტარები