კედების ისტორიები Converse-ის რეკლამაში 13 მარ. 2015

Converse-მა თავისი კედების Chuck Taylor-ის სერიის რეკლამირებისთვის ცხოვრების სტილზე გააკეთა აქცენტი. კედების პატრონები მთელი მსოფლიოდან: როკერი, გრაფიტის ოსტატი, მხიარული თინეიჯერები, კრეატიული და თავისუფალი ადამიანები, ზოგიც არავინ, უბრალოდ წარუმატებელი ვიღაც, შემდეგ მსახიობი, ცნობილი ადამიანი. მოკლედ, მთელი მსოფლიოდან, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ - Chuck Taylor-ის კედები. რეკლამა ძალიან კარგადაა გადაღებული. ჭუჭყიანი კედები, ფერადი კედები, აქსესუარები კედებზე - ისინი სრულად გადმოსცემენ Converse-ის მეამბოხე სულს. 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

რეკლამა,Converse,

კომენტარები