რკინის კაცი - გმირი რეალურ ცხოვრებაშიც 14 მარ. 2015

Limbitless არის კომპანია, რომელიც მაიკროსოფტის საქველმოქმედო პროექტი Collective Project-ის ფარგლებში არის შექმნილი და ამზადებს ბიონიკურ 3D პროთეზებს. მისი ერთ-ერთი ბენეფიციარი პატარა 7 წლის ალექსია, რომელსაც ძალიან უყვარს სუპერგმირები. ალექსი ნახევრად განვითარებული მარჯვენა ხელით დაიბადა და კომპანია მას საჩუქრად პროთეზს უმზადებდა. Limbitless ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა სპონსორების მოზიდვას. ამ ისტორიამ მსოფლიოს "წამყვანი ბიონიკური მეცნიერის", რობერტ დაუნი უმცროსის ყურადღება მიიპყრო და მისი დაფინანსებით პატარას ნამდვილი რკინის კაცის ხელი დაუმზადეს. საჩუქარი თავად "რკინის კაცმა" გადასცა და ერთადაც დატესტეს. სუპერგმირმა დაიწუწუნა კიდეც, რომ ალექსის ახალი ხელი მისას სჯობდა.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები