2014 წლის ყველაზე ნახვადი რეკლამები 10 დეკ. 2014

10-მა ყველაზე პოპულარულმა რეკლამამ youtube-ზე ჯამში 425 მილიონი ნახვა დააგროვა, რაც 1 მილიარდზე მეტ წუთს უდრის. აღნიშნული შედეგი წინა წლისას 54%-ით აღემატება. რეკლამების საშუალო სიგრძეც გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. პირველ და მეორე ადგილებზე გავიდა ნაიკის "Winner Stays" და მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი "The Last Game" რეკლამები. გასაკვირიც არაა, ორივე მათგანი ფეხბურთის ვარსკვლავებითაა დახუნძლული, ვარსკვლავების ფანები კი ამ რეკლამების ნახვის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდნენ და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად აზიარებდნენ. ბუდვეიზერიც, ნაიკის მსგავსად, ათეულში ორი რეკლამით მოხვდა. რეკლამების თაგლაინია მეგობრობა (#BestBuds, #Friendsarewaiting)და ორივე მათგანის მთავარი გმირი ლაბრადორის ჯიშის ძაღლია.

10) Heineken "The Payphone with Fred Armisen" 13,8 მილიონი ნახვა 

9) Budweiser "Friends Are Waiting" 19,5 მილიონი ნახვა

8) Procter && Gamble "Pick Them Back Up" 19,7 მილიონი ნახვა

7) Samsung Galaxy Note 4 "Then and Now" 22,1 მილიონი ნახვა

6) Duracell "Trust Your Power: Derrick Coleman" 22,7 მილიონი ნახვა

5) Devil's Due "Devil Baby Attack" 48,8 მილიონი ნახვა

4) Always "#LikeAGirl" 53,3 მილიონი ნახვა

3) Budweiser "Puppy Love" 53,4 მილიონი ნახვა 

2) Nike Football "The Last Game" 73,3 მილიონი ნახვა

1) Nike Football "Winner Stays" 98,4 მილიონი ნახვა&

მოწონება/გაზიარება

კომენტარები