15 საუკეთესო ინტერაქტიული ბეჭდური რეკლამა 17 მარ. 2015

ბეჭდური რეკლამები ერთ დროს უბრალო, სტანდარტული ფორმატი იყო, თუმცა დღეს ეს ასე აღარაა. კონკურენციის ზრდასთან ერთად საჭირო ხდება ჩვენი რეკლამა გამოვარჩიოთ და ხალხი ავალაპარაკოთ. ეს შეიძლება კრეატიული ვიზუალით გავაკეთოთ ან მივმართოთ პროვოკაციულ ხერხებს. არის კიდევ ერთი გზა, რაც კრეატივის დიდი დოზას მოითხოვს და შედარებით დიდ დანახარჯებსაც, თუმცა ვაღწევთ მიზანს: მომხმარებელი არა მხოლოდ უყურებს რეკლამას, არამედ ინტერაქციას ახდენს მასთან, რაც რეკლამის გზავნილის დამახსოვრების და შემდეგ გავრცელების შანსებს (World of mouth ) ძალიან ზრდის. ესაა ინტერაქტიული რეკლამა. გთავაზობთ 15 გამორჩეულ მაგალითს. 

1) Gracial

ლუდის რეკლამა პრაქტიკული გამოყენებით - შეახვიეთ ლუდის ბოთლი პოსტერში, დაასველეთ და შედგით მაცივარში, ის 50%-ით უფრო სწრაფად გაცივდება. ამის მიზეზია რეკლამის ქაღალდში მარილის შემცველობა. 

glacial-beer-interactive

2) Nivea

ამ რეკლამამ კანის 2014 წლის დაჯილდოვებაზე მობილურის გრანდ პრი მოიგო. ბეჭდურ რეკლამას თან აქვს დართული სამაჯური. შეგიძლიათ ბავშვს გაუკეთოთ სამაჯური და აკონტროლოთ მობილურის აპლიკაციით, სანაპიროზე სირბილისას შორს რომ არ წავიდეს. 

3) UTEC

ტექნოლოგიურმა უნივერისტეტმა გადაწყვიტა სასარგებლო ბილბორდის შექმნა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა სხვა უნივერსიტეტების გაღიმებულსახიანი სტუდენების პოსტერებისგან. პერუს ქალაქი ლიმა უდაბნოსთან მდებარეობს და წყალი სერიოზული პრობლემაა. ბილბორდი უნიკალური ტექნოლოგიითაა შექმნილი, ის აკუმულირებს ჰაერში დაგროვილ სინესტეს და გარდაქმნის წყლად. ყოველთვიურად ბილბორდის წყლით ასობით ადამიანი სარგებლობს. 

4) Motorola

მოტოროლას ეს რეკლამა ღილაკებზე თითის დაჭერით იცვლის ფერებს.

5) Kontor Records

კომპანიას უნდოდა სარეკლამო სააგენტოების ყურადღების მიპყრობა. ჩვეულებრივი CD დისკების გაგზავნა არც თუ ისე ეფექტურად მუშაობდა. მათაც ახალი გზა მოიფიქრეს.

kontor-recrods-ad

6) Peugeot

პეჟოს ეს რეკლამა მკითხველს მოუწოდებს დაარტყას ძლიერად პოსტერს და შემდეგ მინი აირბეგი იბერება

 მომდევნო გვერდიდან. 

Peugeot-print-interactive

7) Lexus

Lexus-ის ეს პოსტერი iPad-ზე მოთავსების შემდეგ ცოცხლდება და უკვე ძნელია მას ბეჭდური რეკლამა ვუწოდოთ. 

8) Lladro Lighting

რეკლამა რომელიც ლამაზ სანათად გარდაიქმნება, გახდება თქვენი სახლის ნაწილი და Liadro Lighting-ის რეკლამა სულ თვალწინ გექნებათ. lladro-interactive-print

9) Ford

სამი ინტერაქტიული რეკლამა. ვასკანერებთ QR კოდს და ვათავსებთ ტელეფონს პოსტერზე და ვხედავთ მანქანის თვისებებს რეალობაში. 

10) Volkswagen

ბეჭდური რეკლამის და მობილურის აპლიკაციის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს გამოვცადოთ ავტომობილის ახალი შესაძლებლობები. 

11) Sonera

4G ინტერნეტის სიჩქარის წარმოსაჩენად Sonera-მ ბეჭდური რეკლამა iPhone-ის თამაშის  დაფად გამოიყენა. 

 

12) C&A

მოდის მაღაზიების ქსელის ეს რეკლამა დაკავშირებულია ინდივიდუალურ Facebook-ის ექაუნთებთან. მკითხველი ალაიქებს სურათს, რაც ავტომატურად იგზავნება Facebook-ზე. 

ca-interactive-print

 

13) Nivea

Nivea-ს მზისგან დამცავი საშუალებების რეკლამა აღჭურვილია მზის ენერგიის პანელით. რეკლამა, რომელიც ტელეფონს დაგიტენით, რა უნდა იყოს ამაზე მეტად გამოსადეგი. 

14) Shikun & Binui Solaria

ებრაული ელექტრო ენერგიის კომპანიის ეს პოსტერი მზის შუქზე გახედვისას ფერადდება. რეკლამა მწვანე ენერგიის პოპულარიზაციისთვისაა შექმნილი. 

 

15) CW Network

რეკლამა გამოქვეყნა 2012 წლის ჟურნალში Entertainment Weekly. პოსტერში ჩასმულია LCD ეკრანი, რომელიც პერიოდულად აახლებს ქსელიდან ვიდეოებს და ტვიტებს. 

file-2375926028  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები