10 Offline მარკეტინგის იდეა 23 მარ. 2015

თანამედროვე კომპანიებს  ზოგჯერ   ავიწყდებათ, რომ   ინტერნეტს გარეთ არსებობს ფიზიკური სამყარო, სადაც ასევე აუცილებელია მარკეტინგული კამპანიების განხორციელება. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ყველა ღონისძიება ყოფილიყო რეალური სამყაროსა და ციფრული ელემენტების ნაზავი. Offline მარკეტინგი განსაკუთრებით ეფექტურია, როცა გათვლა გვაქვს კონკრეტული, ვიწრო  ტერიტორიის მომხარებელზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მარტო პატარა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ - გლობალური  ბრენდები არანაკლები წარმატებით მიმართავენ მსგავს კამპანიებს. ინსპირაციისთვის, წარმოგიდგენთ 10 offline მარკეტინგის  იდეას:

1) სპონსორობა

natakhtari-sache-fkhizlad  

ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ღონისძიების სპონსორობა. ასეთი შეიძლება იყოს სოციალური კამპანია, სპორტის გუნდი, ახალგაზრდული ვორქშოპი, მუსიკალური კონცერტი. ზოგჯერ ეს არც ისე დიდ  თანხებთანაა დაკავშირებული და ბრენდის იმიჯისთვის დიდი სარგებლის მომტანია.

2) გამორჩეული ბეჭდური მასალა 

creative-brochure-designs-inspiration-19

ყველა IKEA ვერ იქნება, მაგრამ აუცილებელია ფლაერებსა და ბროშურებს არ ჰქონდეს მოსაწყენი დიზაინი. სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ის ყველაზე ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში აღმოჩნდება.  საუკეთესო ინსპირაციისთვის ეს სტატია გამოდგება.

3)ფასდაკლებები სპეციალური ჯგუფებისთვის

student-card

მუდმივი ფასდაკლებები სპეციალური ჯგუფებისთვის, როგორც წესი, რამდენიმე მიზეზით არ განპირობებული. ერთ-ერთი კი სამიზნე აუდიტორიის მსყიდველობითუნარიანობაა.  ყველაზე გავრცელებული ამ მხრივ არის სტუდენტური ფასდაკლებები, რომლის ქართული ანალოგიც ფოტოზეა მოცემული.

4) არ  გამოტოვოთ გამოფენები

18382_10152642720267233_5175677260809952097_n

 სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ხშირად იმართება გამოფენები განათლებაზე, მრეწველობაზე, ხელოვნებასა თუ მეცნიერებაზე. აუცილებელია კომპანია წარმოდგენილი იყოს თემატურად დაკავშირებულ გამოფენაზე.

5) არასტანდარტული ბილბორდები

11046473_821246121293081_7226600823265815855_n  

როგორც კი სახლიდან გავდივართ, გარშემო ყველაფერი აჭრელებულია რეკლამებით. შესაბამისად, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ სტანდარტულმა ბილბორდმა ჩვენი ყურადღება მიიპყროს. ამიტომ საჭიროა რამე ახალი და განსხვავებული: 3D ფორმატი, უცხო ფორმა ან რამე გამორჩეული.

6)უჩვეულო არტი და პარტიზანული მარკეტინგი

caucaus-34  

გარე რეკლამისთვის ბილბორდის გარდა სხვა ხერხებიც არსებობს, რისი გამოყენებაც წარმატებით შეიძლება. შესაძლებელია გაკეთდეს პროექციები, არტისტული ნამუშევრები, პარტიზანული მარკეტინგი. ფოტოზე აღბეჭდილი კავკასუს ონლაინისა და ლუდი 34-ის მაგალითი ამის კარგი ნიმუშია.

7) ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან კომუნიკაცია

  Brand-journalism  

გაცილებით ადვილია  ღონისძიებების და აქტივობების გაშუქება თუ ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა გაქვს. ეს განსაკუთრებით პიარ მენეჯერებს ეხებათ. აუცილებელია მათ ჟურნალისტებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია ბიზნეს შეხვედრებზე, კონცერტებზე ან სხვა კერძო სოციალურ შემთხვევებში. ასე იზრდება კონკრეტული პრეს რელიზის გამორჩევის შესაძლებლობა. ალტერნატივა შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში გაშუქებისთვის უნდა გადაიხადოთ.

8) კონკურსებში მონაწილეობა

award  

კომპანიის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია ეროვნულ და საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებებში მონაწილეობა. მსგავსი ჯილდოები წონას მატებს ბრენდის იმიჯს. ამ კუთხით ქართული კომპანიებიდან გამოირჩევიან ღვინის მწარმოებლები.

9) პროდუქტის შეფუთვა და დიზაინი

santisimo-amore  

როცა პროდუქტს ქმნი, დიზაინი  კონკურენტული უპირატესობის  ერთ-ერთი წყარო შეიძლება გახდეს. გამოსარჩევი და დახვეწილი ვიზუალი ისე ჯდება მომხარებლის ცნობიერებაში, რომ ყიდვის პროცესში ის ადვილად  გამოირჩევა სხვებისგან.

10) აღნიშნე

994_558491480834849_2133681376_n

 აუცილებელია სიახლის საჯარო პრეზენტაცია, საზეიმო მიღებები, წარმატების აღნიშვნა და წვეულებები. რაც მთავარია, არცერთ ღონისძიებაზე არ დაგავიწყდეთ ბრენდირებული კუთხე ფოტოების გადასაღებად, რომელიც მოედება სოციალურ ქსელებს.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები