ფეისბუქის საშუალებით მალე მეგობრებს ფულს გაუგზავნით 19 მარ. 2015

Facebook მალე Messenger-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს გაუგზავნონ ფული ერთმანეთს. მომხმარებლები დაუკავშირებენ საკუთარ ვიზა/მასტერქარდ ბარათებს Facebook-ს და შემდეგ მარტივად, დოლარის ნიშანზე დაჭერით გაგზავნიან ფულს ჩათის ფანჯარაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს სერვისი უახლოეს თვეებში გახდება ხელმისაწვდომი აშშ-ს მოქალაქეებისთვის. იგი იქნება აბსოლუტურად უფასო და მომავალშიც არ აპირებენ ამ სისტემის მონეტიზაციას. აღნიშნული სიახლე მოულოდნელი არ უნდა იყოს, ვინაიდან PayPal-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი ამ ზაფხულს Facebook-ის მესიჯების პროდუქტების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი გახდა, რამდენიმე თვეში კი ბლოგმა TechCrunch-მა დადო მოპარული სურათები, სადაც ჩანს სოციალური ქსელის მომავალი დამატება.

hacked

Facebook რეკლამის მიზნებისათვის აქამდეც აქტიურად იყენებდა ჩაშენებულ საგადამხდელო სისტემას, მაგრამ მომხმარებლებს არ ჰქონდათ საშუალება ერთმანეთისთვის გაეგზავნათ ფული. კომპანიის მფლობელობაში არსებულ WhatsApp მესენჯერსაც, საკუთარი 700 მილიონი მომხმარებელით, არ აქვს აღნიშნული ფუნქცია. უნდა ვახსენოთ აგრეთვე სხვა პოპულარული საგადამხდელო სისტემებიც. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, PayPal, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ონლაინ მაღაზია Ebay-ს ეკუთვნის და აქტიურად გამოიყენება ამ საიტზე მომხმარებლებს შორის ფულის გაცვლისთვის, ასევე მას აქვს ელ.ფოსტის საშუალებით ფულადი თანხის გაგზავნის ფუნქცია ასევე, მობილური გადახდების სისტემა Square სთავაზობს მომხმარებლებს გააგზავნონ ფული უფასოდ ელ.ფოსტის საშუალებით. ასევე მესიჯების სისტემა Snapchat აგრეთვე სთავაზობს 18 წელს ზემოთ მომხმარებლებს გააგზავნონ ფული უფასოდ სხვებს, თუმცა იგი იყენებს Square-ს ჩაშენებულ სისტემას ამისთვის. მოკლედ, ფეისბუქის საშუალებით გეგმავენ მესენჯერის საგადამხდელო სისტემასაც გაუმკლავდნენ. როგორც სოციალური მედიის გიგანტი აცხადებს, ამჟამად დღეში დაახლოებით მილიონი ტრანზაქცია ხორციელდება მოთამაშეებისა და რეკლამის შემკვეთების მხრიდან. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები