Air France-ის ნამდვილი ფრანგული კამპანია 22 მარ. 2015

Air France-მა ახალი კამპანია დაიწყო. ის აქცენტს აკეთებს ფრანგულ სტილსა და დახვეწილობაზე. რეკლამები გამოირჩევა ფრანგული ხასიათით, დახვეწილი დიზაინით და ლამაზი, ნათელი ფერებით. კამპანია განსხვავდება სხვა ავიაკომპანიების რეკლამებისგან, იმით რომ აქ ვერ ნახავთ თვითმფრინავს და მგზავრებს - ყველაფერი აბსტრაქტიზებულია, თეატრის დადგმას უფრო ჰგავს. ყურებისას სიამოვნებას იღებთ და საერთოდ არ გიჩნდებათ სურვილი ნახოთ რეალური თვითმფრინავი, უკვე იცით, რომ ეს რაღაც სხვანაირია და როცა Air France-ის ბორტზე მოხვდებით, იგივე ემოციებს მიიღებთ. ფაქტიურად, რეკლამა გვპირდება და გვიჩვენებს ემოციებს, რომლებსაც შემდეგ რეალობაში შეასრულებს. ემოციებით პოზიცირება კი მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.


airf_1501170_uk_destinations_paris_287x215_pq_aotw airf_1501170_uk_produit_reseaux_287x215_pq_aotw

მოწონება/გაზიარება

კომენტარები