Minder

Campaign-მა წლის საუკეთესო სარეკლამო კამპანია დაასახელა 11 დეკ. 2014

Campaign-მა წლის საუკეთესო სარეკლამო კამპანიის ჯილდო შვედურ სახლის მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია Ikea-ს მიანიჭა შთამბეჭდავი კამპანიისთვის "Wonderful Everyday". კამპანიის მთავარი თაგლაინია კომფორტი და ჰარმონია რასაც ჩვენს საკუთარ სახლში ვგრძნობთ და რა თქმა უნდა, Ikea-ს ავეჯი ჩვენი სახლის განუყოფელი ნაწილია. ყველაზე შთამბეჭდავი რეკლამა, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა იქონია Campaign-ის ჟიურიზე არის ცაში ღრუბლების მსგავსად მოცურავე საწოლების ვიდეო. სიზმრის ეფექტი და საოცარი სამყარო, სადაც ადამიანი თავს იდეალურად გრძნობს. ის ცაში გამოკიდებულ საწოლებზე განიცდის თავისუფლებისა და კომფორტის ზენიტს. რეკლამის ბოლოს ცის კადრებს ცვლის რეალური სამყარო, საკუთარი სახლის საძინებელი და სახლის ჰარმონია: საყვარელი ადამიანი, ძაღლი და მყუდო გარემო. ჩნდება წარწერა "There's no bed like home" , საკუთარ საწოლზე უკეთესად თავს ვერსად იგრძნობ. რეკლამა, როგორც ყველა სხვა რეკლამა ამ კამპანიიდან, მთავრდება სიტყვებით "Ikea, Wonderful Everyday". მომდევნო რეკლამა, რომელსაც აქ წარმოგიდგენთ, ასახავს ოჯახის მრავალფეროვან თუმცა ჰარმონიულ ცხოვრებას, რასაც უზრუნველყოფს იკეას პროდუქტები. კარუსელი ქმნის დრაივის განწყობას, სახალისო ეფექტს და ჰარმონიას. დატვირთული და მრავლისმომცველი დღის შემდეგ, ოჯახი მაგიდასთან ჯდება და ისმის სიტყვები "Every Meal is a Special Occasion" - ოჯახური სადილი ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. რეკლამა, რომელმაც აღნიშნული კამპანია დაიწყო თებერვალში გამოქვეყნდა. აქ წარმოდგენილია Ikea-ს სანათების და ბუნების ჰარმონია. კეთდება განცხადება, რომ კომპანია 2016 წლიდან დაიწყებს ენერგოეფექტური LED ნათურების წამოებას. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს Ikea-ს პირველი ჯილდო არაა. 2011 წელს Ikea-მ წლის საუკეთესო რეკლამების მქონე კომპანიის ჯილდო მიიღო კანის კრეატივის აერთაშორისო ფესტივალზე (Cannes Lions International Festival of Creativity 2011). 20 წლის განმავლობაში კომპანიას ამ ფესტივალზე 50 ლომი აქვს მიღებული. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები