Psiphon პროქსი ბრაუზერი დემოკრატიის სადარაჯოზე 24 მარ. 2015

სოციალური მედია ბევრი ავტორიტარული რეჟიმისთვის სერიოზული თავის ტკივილია. ყველას კარგად გვახსოვს არაბული გაზაფხულის დროს სოციალური მედიის როლი. Facebook-ის საშუალებით იგეგმებოდა დემონსტრაციები, Twitter-ის საშუალებით ათასობით ადამიანი მოვლენათა ეპიცენტრიდან ინფორმაციებს ტვიტავდა, ხოლო Youtube-ით პირდაპირი ტრანსლირება ხდებოდა და დემონსტრაციის ამსახველი ვიდეოები იტვირთებოდა. ქვეყნებში სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, მედიის როლი ხალხმა შეასრულა და რევოლუციები მოაწყო. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე მსოფლიოს ავტორიტარული რეჟიმები, ათობით ქვეყანა სოციალურ ქსელებს ზღუდავს. კარგი მაგალითია თურქეთი, რომელიც ერთი შეხედვით არ შეიძლება ავტორიტარულ რეჟიმად მოვიხსენიოთ, თუმცა ანტისამთავრობო, მამხილებელი ვიდეოების გავრცელების შემდეგ Youtube-ის შეზღუდვა გადაწყვიტა მთავრობამ.  თუმცა გამოსავალიც არსებობს. შეუზღუდო ხალხს გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში ძალიან რთული საქმეა.

მთავრობებს ამ საქმეს კიდევ უფრო ურთულებს Psiphon -ის პროქსი ბრაუზერი. მისი საშუალებით თუ შეხვალთ შეზღუდულ საიტებზე, თქვენი ადგილმდებარეობის დაფიქსირება ვერ ხდება და ინტერნეტის პროვაიდერი ვერ შეგიზღუდავთ წვდომას საიტზე. ესეც სარეკლამო პოსტერები. ისინი ხაზს უსვამენ გამოხატვის თავისუფლებას და ინტერნეტის და სოციალური მედიის როლს დემოკრატიის განვითარებაში. 

 

 

 

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები