წაიყვანეთ შინაური ცხოველები არდადეგებზე 24 მარ. 2015

Homeaway, არდადეგების დაგეგმვის კომპანია, ახალ კამპანიას იწყებს სახელწოდებით "სრულყოფილი არდადეგები". კომპანიამ წაახალისა თავისი პოტენციური მომხარებლები, რომ მოგზაურობისას თავიანთი ოთხფეხა მეგობრები სახლში არ დატოვონ და რამდენიმე სარეკლამო რგოლიც მიუძღვნა ამ თემას. რეკლამა ეძღვნება პატარა ძაღლს და დაახლოებით Budweiser-ის ისტორიის ანალოგიურია. ძაღლს, სახელად ბისკვიტი, ოჯახის წევრები სახლში ტოვებენ და თვითონ არდადეგებზე მიდიან. პატარა ემას ის ძალიან ენატრება და ცუგაც მოულოდნელ სიურპრიზს გაუკეთებს - იმ ადგილზე ჩააღწევს, სადაც ოჯახი ისვენებს. რეკლამა ორი ეპიზოდისგან შედგება: ერთი გოგონას მხრიდან დანახულია და მეორე ბისკვიტის ისტორია, თუ რა გზა გაიარა მან პატრონის საპოვნელად. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები