25 დოლარად პენისით გაფორმებული ლოგოები 25 მარ. 2015

ორმა ამერიკელმა ილუსტრატორმა, რომელთაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, წამოიწყეს ბიზნესი სახელად penised.com. რას ემსახურება ეს კომპანია? არც მეტი, არც ნაკლები - თუ 25-35 დოლარს გადაიხდით, ის თქვენი კონკურენტი კომპანიის ლოგოს პენისით გააფორმებს.  ყველაფერი ხუმრობით დაიწყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ ბიზნესს პერსპექტივა გააჩნია. ვებ-გვერდი 16 მარტს გავრცელდა სოციალურ ქსელებში და გაშვებიდან 24 საათში 330 000-მა ვიზიტორმა ნახა.  შემქმნელებმა 1000-ზე მეტი შეკვეთა მიიღეს მხოლოდ პირველ კვირას, ამჟამად კი ბიზნესის გაფართოება იგეგმება. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მათი პორტფოლიოს რამდენიმე შედევრს:

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები