იუთუბი ამიერიდან ვიდეოებს ავტომატურად ჩართავს 26 მარ. 2015

იუთუბი გასული წლიდან ტესტავდა ვიდეოების ავტომატური ჩართვის ფუნქციას, რამდენიმე დღის წინ კი ის ოფიციალურად გაეშვა. ამიერიდან ყველა კომპიუტერის მომხარებელი ამ სერვისით ისარგებლებს. როცა რამე ვიდეოს უყურებთ, თქვენი ისტორიის შესაბამისად ვებ-გვერდი თვითონ შემოგთავაზებთ დაკავშირებულ ვიდეოს, რომელიც 10 წამის შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება. სერვისის გამორთვა შესაძლებელია ფოტოზე მითითებულ ღილაკზე დაწკაპუნებით.  

 

გუგლის ცდილობს გაზარდოს ვიდეოების ნახვა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოების ავტომატური ჩართვის ფუნქცია ფეისბუქმაც ბოლო პერიოდში დაიწყო და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად დღეში 3 მილიარდი ნახვა ფიქსირდება, Youtube-ს კი 2012 წლის შემდეგ მსგავსი სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია. მაშინ დღიური ნახვები 4 მილიარდს შეადგენდა. ასე რომ, ავტომატური ჩართვის ფუნქციის დამატება  კონკურენტისთვის საპასუხო რეაქციად შეიძლება ჩავთვალოთ. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები