სიახლეები Facebook-ზე 26 მარ. 2015

გუშინ F8 დეველოპერების კონფერენციაზე სან ფრანცისკოში, Facebook-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გააკეთა განცხადება. რამდენადაც თითოეული მათგანი პირდაპირ კავშირშია სოციალურ მედია მარკეტინგთან და მარკეტერებს ახალ საშუალებებს ჰპირდება, გადავწყვიტეთ, მოკლედ გაგაცნოთ. ესეც სიახლეები Facebook-ზე :

1. Messenger - ყველაზე დიდი ცვლილებები სწორედ მას ეხება. Facebook Messenger-ს ღია პლატფორმად აქცევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს მისი პირდაპირი ინტეგრირება შეეძლებათ აპლიკაციებში.  მაგალითად, აპლიკაციაში შეიძლება ინტეგრირებული იქნეს ღილაკი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მესენჯერის აპლიკაციის გავლით პირდაპირ დაუკავშირდება  ბიზნესს ან გაუზიარებს მეგობრებს ინფორმაციას.

სიახლეები Facebook-ზე

2. კონტაქტი ბიზნესთან - ფეიჯზე კონტაქტის ფუნქცია საკმაოდ მოუხერხებელი სამართავია, როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის. ახალი ცვლილება ითვალისწინებს შესაძლებლობას, მომხმარებელი პირდაპირ Messenger-იდან დაეკონტაქტოს გვერდების ადმინებს. ეს ორივე მხარეს კომუნიკაციას გაუადვილებს და წაახალისებს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის კონტაქტს.

3. სფერული ვიდეოები - მალე შესაძლებელი გახდება 360 გრადუსიანი ვიდეოების ატვირთვა. ვიდეოები იმუშავებს Samsung Gear VR  და Facebook-ის Oculus Rift-ის ვირტუალური რეალობის მოწყობილობებზეც.

სიახლეები Facebook-ზე

4. Embed ვიდეოები და კომენტარები - Facebook ვიდეოების მთავარი ნაკლი ის იყო, რომ მათ ვერ ვსვამდით ჩვენი საიტების კონტენტში, რის გამოც Youtube-ზე ატვირთვა უფრო მეტ გრძელვადიან ორგანული ნახვების შანსებს ზრდიდა. თუმცა უკვე Facebook-ის ვიდეოების კონტენტში პირდაპირ ჩასმაა შესაძლებელი ეგრედწოდებულ embed ფუნქციის საშუალებით. მეტიც, კომენტარები ამჯერად ქსელში და გარე საიტებზე გარკვეულწილად ერთიანდება. თუ ვინმე საიტზე დააკომენტარებს Facebook კომენტარის საშუალებით ეს Facebook-ზე გაზიარებულ  პოსტზეც გამოჩნდება და პირიქით.   ესეც ვიდეოს მაგალითი. (თუმცა ჯერ ხარვეზებით მუშაობს. თუ ვიდეოს ვერ ხედავთ, გვერდი გადატვირთეთ)

უახლესი რეკლამები და ექსკლუზიური სტატიები მარკეტინგზე ჩვენთან! www.minder.ge Posted by Minder.ge on Sunday, 15 February 2015

5. Software Developer Kit (SDK) - ეს არის ახალი აპლიკაციების დეველოპინგის პლათფორმა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების მიერ შეგროვებული ინფორმაციის ინტეგრირებაზე აპლიკაციებში. მაგალითად, სახლის მოწყობილობები, რომლებიც ინტერნეტთან იქნებიან დაკავშირებული, მონაცემებს გადასცემენ აპლიკაციას, რომელიც თავის მხრივ გაანალიზებს მომხმარებელთა ქცევას. ჯერ გაურკვეველია როგორ მოხდება ამ სიახლის ინტეგრაცია სოციალურ ქსელში.

6. მობილური აპლიკაციების ანალიტიქსი - ახალი ანალიტიქსის პლათფორმა, რომელიც დეველოპერებს და მარკეტერებს საშუალებას მისცემს უფრო უკეთესად მართონ აპლიკაციები და დაგეგმონ კამპანიები. თუმცა, უცნობია როდის გაეშვება პლატფორმა.  ასე რომ, დროა დავიწყოთ სიახლეებზე სოციალური მედიის სტრატეგიის მორგება. პირველი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მომხმარებელთან გამარტივებული კონტაქტის შესაძლებლობა და ასევე არ დაგვავიწყდეს ახალი ვიდეო კონტენტი. იქნებ უკეთესიც კი იყოს ვიდეოების პირდაპირ Facebook-ზე ატვირთვა. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები