გზავნილი მომავლიდან საქართველოს! 27 მარ. 2015

საქართველომ 2065 წლიდან გზავნილი მიიღო. 50 წლის შემდეგ   გაუსაძლისი მდგომარეობაა, სიცხე, უგემური საჭმელი. ლამის ქვეყნიერების აღსასრულია დამდგარი და ეს ყველაფერი ჩვენი დაუდევრობის შედეგია. გზავნილის ავტორი გვეუბნება, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და შეგვიძლია ამ მომავლის შეცვლა.

 

 

საქმე იმაშია, რომ ვებ-გვერდი 2065.life ეძღვნება დედამიწის საათს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 28 მარტს WWF-ს ორგანიზებით. ამ დღეს მთელი მსოფლიო ერთიანდება დედამიწის დასაცავად. იგეგმება სინათლის გამორთვა 1 საათით და მრავალი მსგავსი ღონისძიება. წლევანდელი ღონისძიების გზავნილია "გამოიყენე შენი ძალა".

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები