Groupon - სოციალური მედიის მართვა ასეთი უნდა 30 მარ. 2015

სოციალური მედიის მართვა ცოტა არ იყოს ნაკლებად შესწავლილი საქმეა. არ არსებობს დაწერილი წესები, რომელთაც უნდა მივყვეთ და რომლებიც აუცილებლად გაამართლებს. არ გვაქვს თეორიები, რომლებიც კვლევითაა დამტკიცებული და ა.შ. თუმცა, გვაქვს უამრავი წარმატების და წარუმატებლობის მაგალითი, რომლებზეც შეიძლება ვისწავლოთ. Groupon-ის შემთხვევა სოციალური მედიის წარმატებული მართვის კარგი მაგალითია.

სოციალურ მედიის მართვა, ქეისი

Groupon-ის ამ სურათს აქვს 18 ათასზე მეტი ლაიქი, 43 ათასამდე გაზიარება. ძალიან ბევრი კომენტარი და თითოეულ კომენტარზე კიდევ ასობით და ათასობით ლაიქი. ხალხი სასაცილო კომენტარებს წერს და გვერდის ადმინები ყველას პასუხობენ ძალიან კრეატიულად. ესაა ნამდვილი, როგორც მარკეტოლოგები ვუწოდებთ, Engagement! და კიდევ Conversion, ყველა კონტეინერი უკვე გაიყიდა. ხალხი კონტეინერებს მოითხოვს! კომენტარები ასეთი სახისაა: 1. მომხმარებელი: იმუშავებს ბუნკერი თუ ბანანი საპირისპირო მხარეს მოიხრება? Groupon: კარგი ამბავი! კონტეინერი მრავალმიმართულებიანია. 2. მომხმარებელი: და თუ ბანანი ძალიან დიდია? Groupon: გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ, ჰოლი! 3. მომხმარებელი: და თუ ჩემს მეგობარ გოგოს არ მოეწონა? Groupon: გამოცვალეთ... მეგობარი გოგო. 4. მომხმარებელი: ლუბრიკანტი მოყვება? Groupon: მაგისთვის აპირებ გამოყენებას? მონსტრო! 5. მომხმარებელი: რამდენი ბანანი შეეწირა პროდუქტის დატესტვას? Groupon: ბევრი ბანანი დაიღუპა დამცავი ქეისის შექმნა რომ გამხდარიყო შესაძლებელი.  6. მომხმარებელი: ამ დროის განმავლობაში დაუცველი ვყოფილვარ. Groupon: არასდროს არ არის გვიან!  და კიდევ მრავალი კრეატიული კომენტარი:

სოციალური მედიის მართვა - კარგი მაგალითი

მოწონება/გაზიარება

კომენტარები