სოციალური რეკლამა უსახლკაროების დასახმარებლად 30 მარ. 2015

Weingart-ს ნამდვილად კარგი ემოციური სოციალური რეკლამა - ექსპერიმენტი გამოუვიდა. Weingart არის ორგანიზაცია, რომელიც უსახლკარო ადამიანებზე ზრუნავს. ისინი იმის ნაცვლად რომ დონაციით არჩინონ უსახლკაროები, ქმნიან სამუშაო ადგილებს და რესოციალიზაციის პროგრამის საშუალებით მათ ნორმალურ ცხოვრებაში აბრუნებენ. ეს რეკლამაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.   

ფინანსისტებს და განსაკუთრებით ინვესტორებს სენტიმენტალურობას ვერ დასწამებ, მათთვის პირველ რიგში მთავარია კომპანიის ფინანსური რესურსები ეფექტურად დააბანდონ და აქციონერებს მოგება მოუტანონ. რა გახსენდებათ პირველად ვოლ სტრითის გაგონებაზე? მილიონერი ან მილიარდელი ფინანსისტი, უგულო არსება, ზის რომელიღაც ცათამბჯენში და მაქინაციებით შოულობს უზარმაზარ თანხას. მისთვის სულ ერთია, თუ მის ნაბიჯს ათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვება მოყვება. ზოგ შემთხვევაში ეს ასეცაა, თუმცა ამ ვიდეოში კარგი ინვესტორები გვყავს, ან ჩვეულებრივი ინვესტორები, რომლებსაც გული აუჩუყა ნანახმა და გაგონილმა.  ინვესტორებს იწვევენ შეხვედრაზე, სადაც უნდა განიხილონ მომგებიანი სიანტვესტიციო შესაძლებლობები. შეხვედრაზე მოულოდნელად შემოდის უსახლკარო ადამიანი. ინვესტორები გაკვირვებას ვერ მალავენ, თუმცა მთავარი გაოცება ჯერ კიდევ წინაა. აღმოჩნდება რომ შეხვედრის ხელმძღვანელი, რომელიც მათ სიანვესტიციო შესაძლებლობებს აცნობს ყოფილი უსახლკაროა და მას Weingart-მა საშუალება მისცა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. ინვესტორები ისმენენ ამ ისტორიას და აცნობიერებენ რომ მათ ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. მათ წინ ორი მაგალითი უზით: ერთი უკვე წარმატებული, ხოლო მეორე უსახლკარო, ბუნდოვანი მომავლით, რომლის შეცვლა მათ ხელშია. ძალიან ემოციური შეხვედრა შედგა. აუჩუყო გული ინვესტორს ადვილი საქმე არაა. დამაფიქრებელი სოციალური რეკლამა გამოვიდა. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები