პიროვნების მარკეტინგი 01 აპრ. 2015

არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას და სამუშაოს, თქვენ მაინც გჭირდებათ მარკეტინგი საკუთარი თავისთვის. რატომ? იმიტომ, რომ წარმატებული გარიგება დადოთ, გაყიდოთ პროდუქტი, მიიღოთ საოცნებო სამსახური ან უბრალოდ იყოთ სასიამოვნო ადამიანი. ამ ყველაფრისთვის არსებობს პიროვნების მარკეტინგი. ეს სტატია სწორედ ამ ასპექტში რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას შეეხება. პიროვნების მარკეტინგი იწყება პირველი შთაბეჭდილებით, რაც თქვენზე დარჩებათ სხვებს. კარგ შთაბეჭდილებას კი ოთხი ფაქტორი ქმნის: თქვენი ღიმილი, თქვენი ჩაცმულობა, თქვენი ხელის ჩამორთმევა (მისალმება) და თქვენი ლექსიკა.

როგორ ფიქრობთ, უჟმური ადამიანები აღწევენ წარმატებებს? გახსენდება ასეთი ვინმე და თან წარმატებული? ამიტომაც პირველი კომპონენტი არის ღიმილი, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყო რეალური. თუ შინაგანად ცუდ ხასიათზე ხარ, ბუნებრივად ნამდვილად ვერ გაიღიმებ. ყალბი სიცილი ადვილი შესამჩნევია და ნამდვილად არ მოაწონებს თქვენს თავს ვინმეს. ბუნებრივი ღიმილის წყარო, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, არის პოზიტიური ფიქრები. როცა შინაგანად დადებითად ხარ განწყობილი, გაღიმებაც ბუნებრივად გამოგდის. ამას ,,ჯორჯ კლუნის ეფექტს" უწოდებენ. ყალბ ღიმილში კი სახის მხოლოდ ქვედა ნაწილია ჩართული.

შემდეგი ფაქტორი არის ჩაცმულობა. აქ საჭიროა ოქროს შუალედის მოძებნა. ზედმეტად კოხტა ჩაცმულობა ამბობს: "მე შენზე მდიდარი ვარ, შენზე გავლენიანი და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შენ". აგდებულად ჩაცმა კი ამბობს: "მე შენ პატივს არ გცემ და ისე ჩავიცვამ, როგორც მომესურვება". კოლეგის მსგავსი დონის ჩაცმულობა კი ამბობს: " ჰეი, ჩვენ თანასწორები ვართ". ასევე გასათვალისწინებელია, რომ თქვენი ჩაცმულობა თქვენს თანამდებობასთან ან პროფესიასთან არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში. მაგალითად, ზრდასრული ადამიანების ზედამხედველი სერიოზულ კომპანიაში ვერ გამოცხადდება ჯინსებითა და უბრალო მაისურით.

მესამე ფაქტორი, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას განაპირობებს, არის ხელის ჩამორთმევა.

ფოტოზე ნაჩვენები მაჩვენებლები გარდა კარგი ხელის ჩამორთმევისთვის: დადექით ნეიტრალურ დისტანციაზე ადამიანისგან, არც ისე ახლოს, რომ არაკომფორტულად აგრძნობინოთ თავი და არც ისე შორს, რომ თავი განმარტოებულად იგრძნოს. თქვენი ხელი უნდა იყოს მშრალი და ნეიტრალური ტემპერატურის, ხელის ჩამორთმევა 2-3 წამის მეტ ხანს არ უნდა გრძელდებოდეს.

მეოთხე ფაქტორი არის თქვენი ლექსიკა. სიტყვები არის თქვენი აზრის გადმოცება, ისინი გადმოსცემენ თქვენს ინდივიდუალურობას, დამოკიდებულებას და პერსპექტივებს. ამიტომ აუცილებელია შეცდომა არ დაუშვათ საუბრისას და დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები: გამოიყენეთ მარტივი სიტყვები - თქვენი სიტყვების გასაგებად ადამიანებს არ უნდა ჭირდებოდეთ ლექსიკონის ქექვა. არ გამოიყენოთ ვნებითი გვარი - მაგალითად, სჯობს თქვათ "ჩვენ ამ შედეგს მივაღწევთ" და არა "ეს შედეგი მიღწეულ უნდა იქნას". ეცადეთ ილაპარაკოთ მოკლედ - ეცადეთ საუბარი ლაყბობად არ გექცეთ, ილაპარაკეთ მნიშვნელოვან და ძირითად თემებზე და თუ ადამიანებს დააინტერესებთ, ისინი კითხვით მოგმართავენ მეტი ინფორმაციის მისაღებად. ესენი პიროვნების მარკეტინგის პირველადი შთაბეჭდილების ფაქტორებია, სხვა დანარჩენზე კი შემდეგ სტატიებში მოგითხრობთ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები