პერსონალური ბრენდინგი ინტერნეტში 06 აპრ. 2015

ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ პიროვნების მარკეტინგზე პირველი შთაბეჭდილების ფაქტორების მიხედვით, ამ სტატიაში კი განვიხილავთ ონლაინ  პერსონალური ბრენდინგის ძირითად პრინციპებს.

Online-Personal-Branding

თუ ამბიციური ხარ და კარგ სამსახურს ეძებ, შენ უნდა იგუგლებოდე. სოლიდური დამსაქმებელი აუცილებლად დაინტერესდება შენი წარსულით და ამაზე ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფი წყარო ინტერნეტია. ამ წუთას ალბათ ფიქრობ, რას დაძებნის  გუგლი შენზე - სწორედ ამისთვის გჭირდება პერსონალური ბრენდინგი ინტერნეტში.  პირველ რიგში, დაიკავე შენი ნიშე. იფიქრე რა არის შენი ძლიერი მხარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აკეთებ, რაც გამოგარჩევს სხვებისგან და ააგე შენი ბრენდი შენს ძლიერ მხარეებზე.  შექმენი საკუთარი ბლოგი და არ მიატოვო არასდროს წერა. შენი პერსონალური ვებ-გვერდი  არის პირადი ბრენდის მასულდგმულებელი და მამოძრავებელი ძალა. რაც შეეხება კონტენტს, ეცადე რომ ის იყოს ღირებული  და საინტერესო მიზნობრივი აუდიტორიისთვის. ამიტომ პირველ რიგში დაფიქრდი, ვისზე გაქვს გათვლილი და ვინ წაიკითხავს შენს პოსტებს, რაში დაეხმარება შენი ბლოგი მათ.

ჩაერთე და დაეხმარე - არ ელოდო შესაძლებლობებს, იყავი საჭირო ადამიანი და დაეხმარე ადამიანებს ონლაინ სივრცეში. როგორც წესი, ყველა სფეროში არიან გავლენიანი პიროვნებები. ეცადე დაიმეგობრო ისინი და იყო რაღაცით ღირებული მათთვის. შეუერთდი სხვადასხვა პროფესიულ ფორუმებსა თუ სოციალურ მედიაში შექმნილ ჯგუფებს და გამოიჩინე თავი აქტიურობით, დაამყარე კავშირები ეროვნულ თუ გლობალურ დონეზე.

იყავი აზრის ლიდერი. გქონდეს საკუთარი შეხედულებები, იდექი მყარად და დაიცავი ისინი არგუმენტირებულად. იყავი ცნობილი შენი შეხედულებებით. ჰკითხე სხვებსაც  აზრი, მოუსმინე და გააკეთე კომენტარი. ყველას უყვარს კარგი მსმენელი. LinkedInარის შენი პორტფოლიო პროფესიონალთა სამყაროსთვის. ამიტომ, თუ არ გაქვს საკუთარი ანგარიში ამ ქსელში, ახლავე შექმენი, ხოლო თუ გაქვს, მაქსიმალურად სრულჰყავი.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები