Amazon-ის დამფუძნებელი კოსმოსსაც იპყრობს 08 აპრ. 2015

jeff-bezos  

 

Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კოსმოსსაც იპყრობს - მან ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბეზო ფლობს კომპანიას Blue Origin,  რომელმაც დღეს განაცხადა რომ ამ წლის ბოლოსკენ ის მგზავრებს საჰაერო ხომალდებით კოსმოსში ფრენებზე მოემსახურება. ხომალდების გამოყენება ასევე შეეძლებათ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტების ორგანიზატორებს მეცნიერებისა თუ სამეცნიერო მოწყობილობების ტრანსპორტირებისთვის.  Blue Origin-ის აღმასრულებელი დირექტორი რობ მეიერსონი აცხადებს, რომ  წლის ბოლომდე ძალიან ბევრი სატესტო ფრენა მოეწყობა, სანამ ის რეალურ მგზავრებს გადაიყვანს. ასე რომ, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება დედამიწის ზედაპირიდან 65 მილის მოშორებით ფრენის დროსაც.  აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ფრენების ბიზნესში ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა ჩართული, მათ შორის: Virgin Galactic, XCOR Aerospace და  SpaceX.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები