BMW "Curiosity" 15 დეკ. 2014

BMW-ს ახალი ელექტრო მოდელის i8-ს რეკლამა ტელევიზიით დღეს პირველად გადაიცა. რეკლამა პირველია სარეკლამო კამპანიიდან, რომელსაც BMW-სთვის კრეატიული სარეკლამო კომპანია FCB Inferno ქმნის. რეკლამაში ასახულია პირველია ადამიანი, რომელმაც ველური ცხენი მოათვინიერა. მუსიკა, ტექსტი და ვიზუალი იძლევა ძალის და დრაივის შეგრძნებას. ადამიანი ამ ძალი წინაშე დგას, დაღუპვის პირასაა, თუმცა ხდება გარღვევა, ის ძალას იმორჩილებს. BMW ამ მოდელს სწორედ გარღვევად მიიჩნევს ბაზარზე. კომპანიის მარკეტინგის დირექტორი Uwe Dreher ამბობს, რომ ეს კლიპი i8-ს წარმოაჩენს, როგორც ბაზარზე წესების შემცვლელ მანქანას. FCB Inferno -ს მთავარი კრატიული ოფიცერი Al Young კი ამბობს, რომ სწორია პარალელის გავლება იმ პირველ ადამიანს, რომელმაც ველური ცხენი დაიმორჩილა, და ამ ახალ ელექტრულ მოდელს შორის, რადგან ესაა ახალი სიტყვა ბაზარზე. იმედია, რეკლამა და მთლიანად კამპანია წარმატებული იქნება. BMW-მ FCB Inferno -ს წლის დასაწყისში ჩააბარა თავისი კრეატიული რეკლამების მიმართულება მას შემდეგ რაც WCRS-თან 35 წლიანი პარტნიორობა აკავშირებდა. ამიტომაც, პირველი რეკლამის წარმატებაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მომავალში. 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

რეკლამა,BMW,FCB inferno,

კომენტარები