ცვლილებები Facebook-ის Newsfeed-ში 24 აპრ. 2015

ფეისბუქის ნუსფიდის ალგორითმი

ფეისბუქის ნიუსფიდის ალგორითმი 21 აპრილიდან სამი სიახლით მუშაობს. ფეისბუქი ალგორითმს პერიოდულად ანახლებს და ეს მარკეტერებისთვის ყოველთვის დიდ ყურადღების საგანს წარმოადგენს. კომპანიების გვერდების მართვის სტრატეგია სწორედ ნიუსფიდის თავისებურებებს უნდა ითვალისწინებდეს. რაც უფრო კარგად გვაქვს გათვლილი ჩვენი პოსტების შინაარსი, დრო, აუდიტორიის ინტერესები და ფეისბუქ რეკლამა, მით უფრო დიდ გამოხმაურებას დავიმსახურებთ ქსელში. ახლა რაც შეეხება ცვლილებებს. როგორც ოფიციალური პრეს რელიზი იუწყება, სამი ცვლილებაა ამ დროისთვის აქტიური:

  1.  მომხარებლებს, რომლებსაც ცოტა კონტენტი უჩანთ ნიუს ფიდში იმ მიზეზის გამო, რომ ნაკლები მეგობარი ჰყავთ ან ნაკლები რაოდენობის გვერდი აქვთ მოწონებული, ამჯერად უფრო სავსე ნიუს ფიდი ექნებათ. აქამდე ფეისბუქი ერთი წყაროდან მიყოლებით რამდენიმე პოსტის გამოჩენის საშუალებას ზღუდავდა. ანუ თუ გვერდი ორ პოსტს დადებდა დროის მოკლე მონაკვეთში, ერთ და იმავე მომხმარებელს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გამოუჩნდებოდა ფიდში. ეს პრობლემა იყო ნაკლებად აქტიური მომხმარებლებისთვის,რადგან მათი ნიუს ფიდები ცარიელდებოდა. 21 აპრილიდან ეს ასე აღარ იქნება. თუ თქვენი აუდიტორია ნაკლებად აქტიურია ფეისბუქზე, შესაძლოა ეს ცვლილება თქვენი გვერდისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. თქვენი პოსტები უფრო აქტიურად გამოჩნდება.
  2.  მეგობრების მიერ დადებული სტატუსის განახლებები უფრო მეტ პრიორიტეტს მიიღებენ ნიუს ფიდში. თქვენი მეგობრების აქტივობებს ამჯერად უკვე ნაკლებად გამოტოვებთ.
  3.  მესამე განახლება შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ბიზნესისთვის. როგორც ფეისბუქში ამბობენ, მომხმარებლებს არ მოსწონთ როცა მათ ნიუს ფიდებში ჩანს მათი მეგობრების ისეთი აქტივობები, როგორებიცაა რომელიმე გვერდის პოსტის დალაიქება ან დაკომენტარება. შესაბამისად ასეთი სახის აქტივობები ამჯერად უკვე ნაკლებად გამოჩნდება და თუ თქვენც გაწუხებდათ, ნაკლებად შეწუხდებით. თუმცა ბიზნესისთვის ეს გარკვეულწილად პრობლემაა. თუ მომხმარებელს თქვენი გვერდი არ აქვს მოწონებული და თქვენს პოსტს ბევრი მოწონება და კომენტარი ჰქონდა, ეს მომხმარებელი მაინც ხედავდა თქვენს პოსტს ნიუს ფიდში. ანუ რაც უფრო დიდი გამოხმაურება ჰქონდა თქვენს პოსტს. მით უფრო შესამჩევი ხდებოდა ის არა მარტო გვერდის ფანებისთვის, არამედ გვერდის ფანების მეგობრებისთვისაც. სამწუხაროდ ეს ასე აღარ იქნება. ეფექტი არ განულდება, თუმცა საგრძნობლად შემცირდება.

ასე რომ, დაიწყეთ ფიქრი როგორ აუწყოთ ფეხი ცვლილებებს და ადევნეთ თვალყური თქვენი გვერდის სტატისტიკას.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები