სიახლე ქართველი კინომოყვარულებისთვის 30 აპრ. 2015

სიახლე

მაინდერი მოხარულია საინტერესო პროექტის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რაც განსაკუთრებით კინომოყვარულებს დაგაინტერესებთ. დღეს ქართულ ინტერნეტ სივცეში კინო პორტალი, როგორც ასეთი არ არსებობს. არის რამდენიმე საიტი, რომლებიც უფრო ბლოგის ტიპისაა და მოწოდებული ინფორმაცია არ არის შესაბამისი რაოდენობის და ოპერატიულობითაც არ გამოირჩევა.

სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება ახალი პროექტი, რომელსაც ქართული IMDB-იც შეიძლება ვუწოდოთ. რამდენიმე წლის წინ www.kinosiaxle.ge ფუნქციონირებდა როგორც კინო ნიუსების პორტალი. საიტი საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ფუნქციონირება შეწყვიტა და დღეს მხოლოდ ფეისბუქზე აგრძელებს აქტიურობას. კინოსიახლის ავტორებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ის შეცდომები, რის გამოც პირველი ვერსიის დახურვა მოუწიათ და დღეს უკვე სრულიად ახალ კონცეფციას გვთავაზობენ. ეს იქნება კინო პორტალი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. პორტალი ასევე იქნება გამორჩეული სოციალური თვისებებით, ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იგრძნონ თავი მინი საზოგადოების ნაწილად და საკუთარი აზრები და შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს, გამართონ დისკუსიები. კინო ნიუსები, განხილვები, ვოჩლისთები, დისკუსიები იქნება ერთ სივრცეში და ეს ყველაფერი უმაღლესი დონის ვებ დეველოპინგის პირობებში. ამ უკანასკნელის შესახებ შეგიძლიათ წარმოდგენა შეიქმნათ საიტის თიზერი გვერდის ნახვით. მოკლედ, kinosiaxle.ge მაისის შუა რიცხვებიდან გაეშვება და ვნახოთ, შეემატება თუ არა ქართულ ინტერნეტ სივრცეს მორიგი ხარისხიანი პროდუქტი.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები