Pro bono მარკეტინგი 02 მაი. 2015

Pro bono გულისხმობს  მაღალი დონის პროფესიონალური სამუშაოს შესრულებას ანაზღაურების  გარეშე და მოხალისეობის საფუძველზე. როგორც წესი, მსგავსი სამუშაო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კეთდება. ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია მარკეტინგშიც და წამყვან სარეკლამო სააგენტოებს შეაქვთ თავიანთი წვლილი უსასყიდლოდ  გარემოს გაუმჯობესებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სამუშაოები ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სრულდება. წარმოგიდგენთ Pro bono მარკეტინგის რამდენიმე ნამუშევარს:

1) მარტოხელა დედების დახმარების კამპანია კრეატიულმა სააგენტო DDB Canada-მ, სოციალური მომსახურების სააგენტო WoodGreen-ის პროექტისთვის მარტოხელა დედების დასახმარებლად, შექმნა პრო ბონო მარკეტინგული კამპანია "რა იქნებოდა სიღატაკეში მცხოვრები ადამიანები ისევე გვაღელვებდეს, როგორც შოუბიზნესის ვარსკვლავები?". მათ შექმნეს ცნობილი ტაბლოიდური ჟურნალების მსგავსი ასლები, სადაც მთავარ გვერდზე ღარიბი დედები და მათი პრობლემები იყო გამოტანილი: 

DDB-WoodGreenProbono-2 მერლინი ვერ პოულობს ხელმისაწვდომ სახლს

DDB-WoodGreen-Probono ტანია ცდილობს თავი აარიდოს გამოსახლებას

 DDB-მ ამ პროექტის ფარგლებში ასევე შექმნა ვარსკვლავების შესახებ სატელევიზიო შოუს მოულოდნელი ვერსია:

2) კბილის ჯაგრისის თამაშები ბავშვებს არ ესმით, რატომ უნდა გაიხეხონ კბილები სისტემატურად. მშობლების ყველანაირი ძალისხმევა ხშირად მარცხით მთავრდება და ისინიც ძალდატანებას მიმართავენ. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შექმნა კრეატიულმა სააგენტო Ogilvy & Mather Frankfurt-მა ჯანმრთელობის გერმანული საინფორმაციო ცენტრისთვის თამაშები, რომლის მიზანია კბილის გახეხვა ბავშვებისთვის გართობასთან იყოს ასოცირებული. პლანშეტური კომპიუტერებისთვის შექმნილი თამაშები ვიდეოთვალისა და ხმის დეტექტორის დახმარებით ბავშვს რთავს სხვადასხვა მრავალფეროვან თამაშში, თუ ის კბილს გაიხეხავს. პროექტი კანის ოქროს ლომის ფესტივალის გამარჯვებულია.

3) მეტროს მოულოდნელი ისტორია შარშან შვედეთის მეტრო დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. კრეატიულმა სააგენტო Garbergs შექმნა ინტერაქტიული რეკლამები მეტროში, სადაც გამოსახული იყო ლამაზი გოგონები, რომლებსაც მატარებლის მოახლოვება თმებს ურხევდა. მგზავრების ყურადღება მაშინვე მიიქცია ამ სანახაობამ, თუმცა დასასრული ყველასთვის მოულოდნელი იყო, რომელიც თავად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში:

და ბოლოს, მშვენიერი ქართული Pro bono მაგალითი 2065.life, რომელიც სააგენტო BetterFly-მ შექმნა დედამიწის საათის დღესთან დაკავშირებით.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები