Water is Life-ის შთამბეჭდავი კამპანია 01 მაი. 2015

ყოველ 20 წამში ერთხელ აფრიკაში საჰარის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანი იღუპება სასმელად უვარგისი წყლის გამო. სწორედ ამ პრობლემას ეხება საქველმოქმედო ორგანიზაცია Water is Life-ის ეს კამპანიაც. ფოტოებზე ასახულია ეთიოპიელი ოჯახები. ეს მათი პირველი ოჯახური ფოტოებია და შესაძლოა, ამ შემადგენლობით, ბოლოც. ფოტოები გადაღებულია ფონზე, რომელიც სუფთა წყლის ეფექტს ასახავს. ფოტოების ავტორია ცნობილი ფოტოგრაფი Neil DaCosta. სურათები განთავსდება Bloomberg, The Economist, Forbes და სხვა ჟურნალების ნომრებში. კამპანიის მიზანია მოახდინოს რესურსების მობილიზება პრობლემის მოსაგვარებლად. 

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები