როგორ გამოვიყენოთ ჰეშტეგი? 03 მაი. 2015

# ნიშანი პირველად 1990-იან წლებში გამოიყენებოდა კატეგორიებად დაჯგუფებისთვის, ხოლო პოპულარული კი სოციალური ქსელი ტვიტერის მეშვეობით გახდა. პირველად ის დიზაინერმა კრის მესინამ გამოიყენა 2007 წელს და ასე გახდა "ჰეშტეგის გამომგონებელი".

2009 წლიდან ტვიტერმა უკვე ოფიციალურად ჩააშენა ჰეშტეგი თავის ქსელში და ასევე შექმნა ჰეშტეგის მიხედვით ძებნის ფუნქციაც. ბოლო წლებში # ნიშანის გამოყენება დაიწყეს Facebook,Instagram, Google+, Pinterest და სხვა სოციალურმა ქსელებმა. 

Hashing_Out_Hashtags

რატომ გამოვიყენოთ ჰეშტეგი? 

  1. ჰეშტეგი აადვილებს ადამიანებისთვის იპოვნონ და მიჰყვნენ დისკუსიას ბრენდის, მოვლენის, ღონისძიებისა თუ სპეციალური კამპანიის შესახებ.
  2. ცნობილია, რომ ინდივიდუალური მომხარებლები იღებენ 100%-ით მეტ ჩართულობას ჰეშტეგის გამოყენებისას, ხოლო ბრენდებისთვის ეს მაჩვენებელი 50%-ია.
  3. სპეციფიკური ჰეშტეგის შექმნა და გამოყენება საშუალებას იძლევა, რომ შედეგებს თვალყური ადევნო და მონიტორინგი გაუწიო მთელი სოციალური მედიის მასშტაბით.

როგორ გამოვიყენოთ ჰეშტეგი? Twitter-ზე ჰეშტეგი კატეგორიებად დაყოფისთვის გამოიყენება. ჰეშტეგიან ტვიტებს ორჯერ მეტი ჩართულობა აქვთ, ვიდრე სტატუსებს მის გარეშე.ტვიტერზე ოპტიმალურად მიჩნეულია 1 ან 2 ჰეშტეგის გამოყენება და გადაჭარბებამ პირიქით, შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. Instagram-ზე პირიქით, გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ 11 ან მეტი ჰეშტეგის მქონე ფოტოს ან ვიდეოს აქვს მეტი გამოხმაურება, ვიდრე სხვებს. რაც შეეხება, Facebook-ს, აქ გვაქვს საწინააღმდეგო შემთხვევა- ფეისბუქის ჩვეულებრივი პოსტები უფრო უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ჰეშტეგიანები. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ზოგჯერ, ისიც ბრენდის მიერ მიზნობრივი კომუნიკაციის დამყარებისთვის.  ეფექტური ჰეშტეგი უნდა იყოს დასამახსოვრებელი, მოკლე და უნიკალური, ასევე კავშირში თემასთან თუ ღონისძიებასთან.     

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები