ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მარცხი 05 მაი. 2015

გუშინ HP-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კარლი ფიორინამ (Carly Fiorina) ოფიციალურად განაცხადა, რომ ის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი.  როგორც აღმოჩნდა, მისმა ციფრული მარკეტინგის გუნდმა ვერ გაითვალისწინა და წინასწარ არ შეუძენია მისი სახელობის დომენი. ამ შეცდომით გუშინვე ისარგებლა ანონიმურმა პირმა და გამოაქვეყნა ვებ-გვერდი შემდეგი დასახელებით carlyfiorina.org ვებ-გვერდზე არის შემდეგი განცხადება: "კარლი ფიორინამ ვერ დაარეგისტრირა ეს დომენი. ასე რომ მე ვიყენებ მას, რათა გითხრათ რამდენი ადამიანი გაანთავისუფლა სამსახურიდან, სანამ ის HP-ის დირექტორი იყო. ის იყო ამდენი" და შემდეგ რაოდენობის საჩვენებლად მოწყენის მაჩვენებელი სმაილებია. ბოლოში კი წერია, რომ ეს ციფრი 30 000-ს შეადგენს.  ვებ-გვერდის ავტორის თქმით, ეჭვს იწვევს კარლის განცხადება, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებულად, ამერიკის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

carly-fiorina-fail  

ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მარცხი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ პიროვნების მარკეტინგის განხორციელებისას.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები