Renault-ის ახალი კამპანია 05 მაი. 2015

არგენტინაში Renault-ის ახალი კამპანია დაიწყო. საქმე ეხება ამ ავტომობილის ბრენდის ორიგინალი ნაწილების პოპულარიზაციას, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ხშირად იძენენ შედარებით იაფფასიან ფალსიფიცირებულ ნაწილებს, რაც საზიანოა როგორც მანქანისთვის, ასევე მასში მსხდომთათვის. ორიგინალი ნაწილების პოპულარიზაციისთვის Renault-მა დაიწყო ბეჭდური და გარე რეკლამების კამპანია სახელწოდებით "მავნებელი ტყუპები" მთავარი გზავნილით: "ისინი ზუსტად ერთმანეთს გვანან, სანამ ერთ-ერთი მათგანი უსიამოვნებას გამოიწვევს. ყოველთვის ენდე ორიგინალ ნაწილებს".

კონცეფცია და შესრულება ეკუთვნის სარეკლამო სააგენტოს Publicis Buenos Aires.

ConcursoCannesPintura60x40 ConcursoCannesColegio60x40 ConcursoCannesAbuelo60x40

მოწონება/გაზიარება

კომენტარები