Huggies-ის სიურპრიზი უსინათლო დედას 06 მაი. 2015

ორსულ ქალებს მშობიარობამდე შეუძლიათ თავიანთი შვილის დანახვა სამედიცინო დანადგარების მეშვეობით, რასაც უსინათლოები მოკლებულნი არიან. სწორედ ამას ეხმიანება ბავშვის საფენების მწარმოებელი კომპანია Huggies-ის ახალი რეკლამა. ჰაგის ბრაზილიამ 3D პრინტერის მეშვეობით შეძლო შეექმნა მუცლად მყოფი ბავშვის სკულტპურა, რათა უსინათლო დედას შესაძლებლობა მისცემოდა, ხელით შეხებოდა და შეეგრძნო მომავალი შვილის ფორმა. დედის შეხვედრა მომავალ შვილ მურილოსთან ძალიან ემოციური გამოდგა. 

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები