ბილბორდებიდან ადევნებული ძაღლი - საინტერესო ინტერაქტიული კამპანია 06 მაი. 2015

გუშინ ქუჩის ძაღლი ბარლი აღმოსავლეთ ლონდონში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ვიზიტორებს ბილბორდების მეშვეობით აედევნა. ეს იყო სარეკლამო სააგენტო OgilvyOne-ს მიერ ჩატარებული კამპანია "შენ გეძებ" Battersea-ის თავშესაფრიდან  ძაღლების აყვანის მხარდასაჭერად.

სავაჭრო ცენტრის ვიზიტორებს სპეციალური ბუკლეტები დაურიგდა, რომლებშიც ჩიპი იყო დამონტაჟებული, რისი მეშვეობითაც ძაღლი ყველა ახლოს მდებარე მონიტორზე ჩნდებოდა და იმის შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს სპეციალურად აედევნა მათ. სააგენტოს განცხადებით, მსგავსი კამპანია უფრო წაახალისებს ადამიანებს, რომ გადაარჩინონ უპატრონო ცხოველები. 

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები