Volkswagen: შეინარჩუნე მეგობრული დისტანცია 07 მაი. 2015

Volkswagen-ის ადაპტაციურ კრუიზ კონტროლს აქვს შემდეგი სლოგანი: " შეინარჩუნე მეგობრული დისტანცია ". კომპანიის მარკეტერები შეეცადნენ პასუხი გაეცათ კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სლოგანის მნიშვნელობის ახსნა ერთი პოსტერით. ამისათვის, მათ პოსტერები ზემოთ აღნიშნული წარწერით განათავსეს ერთმანეთის გვერდით მდებარე კონკურენტების ფილიალებს შორის სხვადასხვა სფეროდან: სწრაფი კვების, ბანკებისა თუ თავად ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებთან. კამპანიამ უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება.

რეკლამა შესრულებულია სარეკლამო სააგენტო DDB España-ს მიერ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები