Google-ის ძიებაში მობილური ტელეფონები ლიდერობს 09 მაი. 2015

minder-mobile-version

 

Google-ის ძიებაში მობილური ტელეფონები ლიდერობს - სმარტფონებიდან განხორციელებულმა ძიების რაოდენობამ გადააჭარბა კოპიუტერის გამოყენებას გუგლში და ამას აქვს მზარდი ტენდენცია 10 ქვეყანაში, რომელთა შორისაა აშშ და იაპონია. ამის შესახებ AdWords-ის ოფიციალურ ბლოგზე განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ სმარტფონები არ მოიცავს პლანშეტებს - გუგლს პლანშეტების მონაცემები კომპიუტერების მონაცემებთან აქვს გაერთიანებული. დიდი ხანია, ეს პროგნოზი არსებობდა. ამიტომაც განაახლა Google-მა ალგორითმი წინა თვეს, რისი მეშვეობითაც მობილურთან ოპტიმიზებული ვებ-გვერდები პირველები გამოჩნდებიან ძებნაში, ვიდრე სხვები, რომელთაც არ გააჩნიათ მობილური ვერსია. ასე რომ, კომპანიებისთვის ვებ-გვერდების განახლება უპირველესი პრიორიტეტი ხდება. Google-ს შიდა მონაცემების მიხედვით, მობილურ ძიებაში ლიდერობს შემდეგი თემები:

  1.  ავტომობილები - მომხარებლები მანქანის შეძენამდე დაახლოებით 15 საათამდე დროს ხარჯავენ მობილურის მეშვეობით ამ მოდელის შესახებ ინფორმაციის, ფასებისა და ფოტოების მოძიებაზე.
  2. სასტუმროები -  სასტუმროების შესახებ ყოველდღიურად არის მილიონობით ძებნა. მომხარებლებს აინტერესებთ ადგილმდებარეობა, ფასები, ხელმისაწვდომი ოთახები კონკრეტული თარიღებისთვის.
  3. უძრავი ქონება - მომხარებლები უმეტესად ინფორმაციას ეძებენ სახლის ყიდვაზე, ბინის ქირავნობასა თუ გირავნობაზე. გუგლს ამერიკისთვის უკვე აქვს გაშვებული სპეციალური ფასთა შედარების პროგრამა.

სწორედ ზემოთ ხსენებული მიმართულებებით არის აუცილებელი პირველ რიგში მობილური ოპტიმიზაცია და Google Ads-ის გამოყენება. ამავე დროს, იზრდება გუგლში მობილური აპლიკაციების რეკლამის ეფექტურობაც.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები