თანაგრძნობა არის ნამდვილი კომუნიკაცია 10 მაი. 2015

" თანაგრძნობა არის ნამდვილი კომუნიკაცია " - ამ სათაურით გადაიღო რეკლამა ტაილანდურმა ტელეკომუნიკაციის კომპანია TrueMove-მა 9 მაისის აღსანიშნავად. რეკლამა არის ქველმოქმედი კაცის გოგონას შესახებ, რომელიც ტაილანდში ჩავიდა, რათა გაარკვიოს, თუ როგორ დაეხმარა მამამისს მეორე მსოფლიო ომში ტყვეობისას ადგილობრივი ქალი. გოგონას აინტერესებს, თუ რა უთხრა მამამისს ტყვეობისას ტაილანდელმა ქალმა ისეთი, რომ სრულიად შეცვალა მისი მომავალი. აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ უთქვამს. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები